ადრეული ასაკიდან გააზრებული მქონდა, რომ ერთადერთი სწორი და ახლო გზა წარმატებისკენ თავდაუზოგავი შრომა და მიზანდასახულობაა. 20 წლის ვიყავი, როდესაც სამსახური დავიწყე სარეკლამო კომპანიაში. უსაზღვრო ენთუზიაზმით ვიწყებდი და ვამთავრებდი სამუშაო დღეს. არ ვერიდებოდი იმის კითხვას, რაც არ ვიცოდი. ძალიან ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლე. ძირითადად, ვებ-გვერდების დიზაინის კეთებით ვიყავი დაკავებული, თუმცა, კომპანია პატარა იყო და ამიტომ გაყიდვებზე თავად მიწევდა ზრუნვა, რასაც ჩემთვის გამოცდილება და კომპანიისთვის ფინანსური სარგებელი მოჰქონდა. კარიერული განვითარების გარკვეულ ეტაპებს ბევრი დაბრკოლება ახლავს, ხანდახან იმედგაცრუებაც კი, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია. ასეთ დროს ყოველთვის უინსტონ ჩერჩილის ფრაზა მახსენდება:„წარმატება არის დამარცხებათა სერია, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე“. ერეკლე ამაშუკელი – იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.