ერეკლე გეწაძე გახდა ბრიტანული რადიოს #RadioSelector კონკურსის გამარჯვებული ნომინაციაში “ხალხის რჩეული”. რაც შეეხება უშუალოდ რადიოს დიჯეის ჯემზ სუპერნოვას მიერ შერჩეულ ჯგუფს, ეს გახლავთ უკრაინული ბენდი #Krapka;KOMA.
კონკურსი ბრიტანეთის საბჭოს ინიციატიცით განხორციელდა და მასში საქართველოდან მონაწილე პირველად მოხვდა.
4 სექტემბერს Selector Radio – British Council შემოგთავაზებთ ინტერვიუს ერეკლესთან და უკრაინელ ბენდთან.
აქვე შეგახსენებთ, რომ რადიო სელექტორი #SelectorRadio მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში აცნობს რადიო მსმენელებს საუკეთესო ბრიტანულ მუსიკას და ნიჭიერ ახალგაზრდებს, აკავშირებს რა მუსიკის მოყვარულებს ყოველკვირეულად ესპანეთიდან ჩინეთამდე. ამ ყოველკვირეულ ორსაათიან რადიო პროგრამას უძღვება ჯემზ სუპერნოვა, რომელიც გვთავაზობს ახალ და საინტერესო მუსიკას მიუხედავად ბენდისა, მუსიკოსისა თუ ჟანრისა.