in

რომელ პროგრამებს ურჩევს დიზაინერებს ერეკლე ინაშვილი?!

დიზაინერი და ბრენდ არქიტექტორი ერეკლე ინაშვილი, სხვადასხვა პროდუქტის შემთხვევაში, დიზაინერებს განსხვავებულ პროგრამებს ურჩევს:

  • პროექტის და რესურსების მართვა – monday.com
  • ვორკშოპების ფასილიტაცია და სიმულტანური (ყველას ერთდროულათ) მუშაობა – miro.com
  • ციფრული პროდუქტის პროტოტიპირება (მარტივი) – invision.com
  • ციფრული პროდუქტის პროტოტიპირება (მარტივი) – framer.com
  • ციფრული პროდუქტის პროტოტიპირება (advanced) – principle.com
  • ციფრული პროდუქტის დიზაინი – sketchapp.com 
  • გრაფიკული დიზაინი (ზოგადი) – Adobe Creative Cloud

ერეკლე ინაშვილი „მარკეტერის“ პოდკასტის ახალი ეპიზოდის სტუმარია. ის, ბოლო 14 წელია, გერმანიაში მოღვაწეობს. ამჟამად, დამოუკიდებელი დიზაინ – ლიდის რანგში, დიდ ორგანიზაციებსა და სტარტაპებს ციფრულ ტრანსფორმაციაში ეხმარება. ერეკლე ინაშვილთან ერთად, ამ გადაცემაში, ვსაუბრობთ დიზაინ – ლიდერის როლზე განსაკუთრებით, ეჯაილ სამუშაო კულტურებში. ასევე – რა არის მთავარი მოლოდინი დიზაინერების მიმართ, ან რა ცვლილება განიცადა ამ სფერომ დღემდე?! გიამბობთ იმ მეთოდებსა და მაგალითებზეც, დიზაინ ლიდერები ბრენდინგში თუ ციფრული პროდუქტის განვითარებაში რომ ხვდებიან.

„მარკეტერის“ პოდკასტს წარმოგიდგენთ „საქართველოს ბანკი ბიზნესი“. ყველა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.podcast.ge.

Young Lions Live-ის გამარჯვებულები – ვინ მიდის კანში 2021 წელს?!

„ჩვენ ყველაფერს შევძლებთ“ – Mymarket