დღევანდელი სამყარო იცვლება და ბუნებრივია, იცვლება ჩვენი როლებიც კრეატიულ ინდუსტრიაში. როგორია დიზაინ – ლიდერის როლი განსაკუთრებით, ეჯაილ სამუშაო კულტურებში? რა არის მთავარი მოლოდინი ამ ადამიანების მიმართ, ან რა ცვლილება განიცადა მან დღემდე?! „მარკეტერის“ პოდკასტის ახალ ეპიზოდში, ამ თემებზე, ერეკლე ინაშვილთან ერთად ვსაუბრობთ. ის ბოლო 14 წელია, გერმანიაში მოღვაწეობს, ამჟამად კი დამოუკიდებელი დიზაინ – ლიდის რანგში, დიდ ორგანიზაციებსა და სტარტაპებს ციფრულ ტრანსფორმაციაში ეხმარება. დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ იმ მეთოდებსა და მაგალითებზეც, დიზაინ ლიდერებს ბრენდინგში თუ ციფრული პროდუქტის განვითარებაში რომ ხვდებათ.
„მარკეტერის“ პოდკასტს წარმოგიდგენთ „საქართველოს ბანკი ბიზნესი“. ყველა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.podcast.ge