7
Dec
2018

კოლაბორაციის შემდეგ, “Mozaika“-სა და “Kollektiv“-ის კრეატიული დირექტორი ერეკლე მხეიძე გახდა

7 Dec 2018

Mozaika“-სა და “Kollektiv“-ის კოლაბორაციის შემდეგ, გუნდს ახალი კრეატიული დირექტორი ჰყავს. ერეკლე მხეიძეს, სარეკლამო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იყო კოპირაიტერი, არტ დირექტორი, რეჟისორი და კრეატიული დირექტორი. ამბობს, რომ ძალების გაერთიანებით, ეს ორი კომპანია, სარეკლამო სივრცეში, ახალ სიტყვას აუცილებლად იტყვის.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

 

ერეკლე მხეიძე

ერეკლე მხეიძე: კოლაბორაციის შედეგად გადაწყდა, რომ გუნდში საჭირო იყო კრეატიული დირექტორი. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო გამოწვევაა. ერთ მხარეს არის “Mozaika“, სააგენტო, რომელიც მომხმარებელს სპეციალიზებულ მომსახურებას სთავაზობს: event management-ი, ბრენდირებული აქსესუარები, მარკეტინგული კამპანიები და ა.შ. მათ ჰყავთ ძლიერი Account და Sales მენეჯერების გუნდი. მეორე მხარეს კი არის “Kollektiv“, რომელსაც ბრენდინგსა და დიზაინზე მუშაობის  ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. მათთან ბევრი წლის საქმიანი თუ პირადი ურთიერთობა მაკავშირებს, რამაც დიდი სტიმული მომცა. ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი Production-ის (ვიდეო და გრაფიკული რგოლები) სერვისის დამატებაა, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. მოკლედ რომ ვთქვათ, Full Service სააგენტო ვხდებით, სადაც დამკვეთს სრულ მარკეტინგულ მომსახურებას შევთავაზებთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო პროექტებს განვახორციელებთ.

M: რაც შეეხება თქვენს გამოცდილებას . . .

ე.მ. : განათლებით არქიტექტორი ვარ და „სამხატვრო აკადემია“ მაქვს დამთავრებული. თუმცა, ამ პროფესიასთან ხანგრძლივი მეგობრობა არ გამოვიდა. გარკვეულ ეტაპზე მივხვდი, რომ  ჩემთვის მიმზიდველი და საინტერესო სარეკლამო სფერო იყო, რადგან აქ არ არის რუტინული გარემო. ყოველდღიურად გიწევს განსხვავებულ პროექტებზე მუშაობა და ახალი ფურცლის გადაშლა. რაც მთავარია, ამ სფეროში გაქვს შესაძლებლობა, შენი თავი მრავალი კუთხით განავითარო. ყველაფერი “DDB Georgia“ და “Betterfly“-დან დაიწყო, სადაც ბევრი რამ ვისწავლე და დიდი გამოცდილება შევიძინე. ვიმუშავე უამრავ სხვადასხვა ტიპისა და სიძნელის პროექტზე, რამაც, ვფიქრობ, შემოქმედებითობისა და რაციონალურობის ძლიერი უნარები გამომიმუშავა. შემდეგი გაჩერება იყო სააგენტო “ABK“. ჩემთვის, ეს განსხვავებული თავგადასავალი და გამოცდილება იყო. ვიმუშავე ძალიან ბევრ „გიჟურ“ პროექტზე და დავლიე ძალიან ბევრი ალკოჰოლური სასმელი. “ABK“-ში ფრთები ბოლომდე გავშალე და საკმაოდ ბევრი ვიფრინე. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, საინტერესო გამოცდილებების სინთეზი მოხდა ჩემში. ამ ხნის განმავლობაში მრავალი პროფილით ვიმუშავე: კოპირაიტერი, არტ – დირექტორი, რეჟისორი და კრეატიული დირექტორი.

M: ამ კოლაბორაციის ფარგლებში როგორ ხედავთ საკუთარ თავს?

ე.მ. : პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ქართული სარეკლამო სფერო ნაბიჯ – ნაბიჯ ვითარდება, მაგრამ ბევრი რამ კიდევ გვაქვს დასახვეწი. გვინდა, წინ წავიდეს და ნამდვილი, ორიგინალური გახდეს. ბაზარზე საჭირო გახდა ახალი სისხლის შემოდინება, სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა, – ხმამაღლა და ეფექტურად ვთქვათ ჩვენი სიტყვა.

M: სამომავლოდ რას გეგმავთ?

ე.მ. : აქტიურად მიდის მუშაობა და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ახალი წლიდან გამართული Full Service სააგენტო მივიღოთ. ვაპირებთ, დავიმატოთ გამოცდილი და კრეატიული კადრები, თუმცა, ამ ეტაპზეც საკმაოდ ბევრი საინტერესო პროექტს ვახორციელებთ.

 

განხილვა