in

ERGON წყლის ეკომეგობრულ შეფუთვას გვთავაზობს!

უკვე ბევრჯერ ვისაუბრეთ იმაზე, რომ წყლის პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმა და მისი მოხმარება საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ახლა კი გამოსავალს გთავაზობთ. ERGON Tetrapack-ის ახალ ეკომეგობრულ შეფუთვაზე გესაუბრებით, ანუ წყალზე მუყაოს შეფუთვით. თუმცა კონცეფცია არ გეგონოთ, ქაღალდის შეფუთვა უკვე ანაცვლებს ყველა პლასტმასის ბოთლში არსებულ წყალს ERGON-ის რესტორნებსა და მაღაზიებში მსოფლიოს მასშტაბით. 

BOG
BOG

როგორც ვიგებთ, მუყაოს შეფუთვის თავსახური და ქაღალდებს შორის მოქცეული ფენა შაქრის ლერწმისგანაა დამზადებული. რაც შეეხება უშუალოდ დიზაინს, გადაწყვიტეს, ყველა ის ელემენტი ამოეღოთ, რომელსაც მომხმარებელი ჩვეულებრივ სხვა სასმელის შეფუთვებს უკავშირებს, იქნება ეს მკვეთრი ფერები, რომლებიც უმეტესად ნატურალურ წვენებს გვაგონებს თუ პეიზაჟები ქაღალდის შეფუთვებზე, რომლებიც რძეზე მიგვანიშნებს.

სუფთა კონცეფციის კომუნიკაციისთვის პარადიგმის ცვლილება იყო საჭირო, ამიტომ მკაფიო ფორმებს ფერთა შეზღუდული პალიტრით მიმართეს. ილუსტრაცია კი იმიტომ შემოიტანეს, რომ თაროზე გამორჩეული ადგილი დაეკავებინა და, ამასთან, მის ეკოლოგიურ პერსონაჟზეც გაემახვილებინათ ყურადღება. ამგვარად, წყალში მცხოვრები არსებებისა თუ ბუნებრივი ელემენტების ფორმების გამოყენებით შექმნეს დიზაინი, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს წყლის კონტეინერის იდენტობას. თანაც ყველა მათგანი ხელით არის შესრულებული, რითაც კიდევ უფრო ბუნებრივი ხდება. 

ERGON-ის წყლის ბოთლის ეკომეგობრულ შეფუთვაზე სააგენტო Boo Republic-მა იმუშავა. 

McDonald’s-მა „პედლებიანი მოძრაობა“ წამოიწყო!

TBILISI NEWCOMERS 2024-ზე საკონკურსო ნამუშევრების გასაგზავნად ერთი დღე რჩება