მორიგი სარეკლამო ვიდეორგოლი, რომლის გადაღებებიც კვლავ უკრაინაში გაიმართა. Apple-ისა და იაპონური Uniqlo-ს შემდეგ, ფრანგულმა ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანია Eric Bompard-მა დაიპყრო კიევის ქუჩები. სააგენტო BETC Luxe-ის მიერ მომზადებული ვიდეო ახალგაზრდა წყვილის სიყვარულის უჩვეულო ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელიც ერთი დანახვითა და ქაშმირის ფაფუკი შეხებით იწყება. ვიდეოს გადაღებები კიევის ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, ამ მოკლე პერიოდში ქვეყანა უკვე მესამედ მოექცა მსხვილი ბრენდებისა და ფართო საზოგადოების ყურადღების ქვეშ.