in

ნახეთ: ნახატებით გადმოცემული დროის მსვლელობა

ნამუშევრების ავტორი მხატვარი ერიკ პაუზია, რომელიც აკრილის ნახატებს ქმნის და დროის რამდენიმე მომენტს ერთმანეთს უკავშირებს. ის აბსტრაქციულ ფიგურებს გეომეტრიული ფორმებით წარმოგვიდგენს, მათ მოძრაობებს კი ერთ კომპოზიციაში აერთიანებს. თითოეული ნაწილი მარტივი იდეით არის შთაგონებული, რომელიც ჩვეულებრივ დაკავშირებულია იმ კონკრეტულ გრძნობასთან, რომლის გადმოცემაც მხატვარს სურს. იქნება ეს სიყვარული, შფოთვა თუ მოწყენილობა… ამ ემოციებს ერთი ან რამდენიმე ფიგურა განსხვავებული ფერებით წარმოგვიდგენს, ძირითადად ლურჯი და ნაცრისფერი პალიტრით, რაც ამ მრავალფეროვან ნამუშევრებს აერთიანებს.

მაგალითად, ნახატებზე ერთსა და იმავე სხეულს სხვადასხვა მდგომარეობაში ნახავთ, რაც დამთვალიერებელს დროის მსვლელობის წარმოდგენაში ეხმარება. პაუზი სენტიმენტების გადმოსაცემად სხეულის ენის ძალას ეყრდნობა, ეს კი, თავის მხრივ, ინტერპრეტაციისთვის ღია სივრცეს ტოვებს.

4 ტაქტიკა, რომელიც რთულ კოლეგებთან გამკლავებას უშლის ხელს

გაყიდვების 70%-იანი ზრდა და ახალი შოურუმის სამზადისი – „ვოლვო ქარ საქართველომ“ H1-ი წარმატებით დახურა