1940 წელს სამხრეთ აფრიკაში დაბადებული ფოტოგრაფი ერნესტ კოული თავისი ადრეული ნამუშევრებითაა ცნობილი, რომლებიც აპარტეიდის სასტიკ რეალობას ასახავს. როგორც სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი თავისუფალი ფოტოგრაფი, ის იყო უნიკალურ მდგომარეობაში, რათა დეტალურად აღეწერა მიმდინარე მოვლენები… თუმცა 1966-ში „აკრძალული პიროვნების“ იარლიყი მიაკრეს და ქვეყნიდან გაქცევა მოუწია.
ამის ფონზე, მისი, როგორც ფოტოგრაფის საქმიანობა ნიუ-იორკში გაგრძელდა. უკვე 1967-ში აპარტეიდის ფოტოწიგნი გამოსცა, სახელწოდებით „მონობის სახლი“. ის ათი წლის განმავლობაში მოგზაურობდა ჩრდილოეთ ამერიკაში — იმ კრიტიკულ დროს, როცა აშშ-ში სამოქალაქო უფლებების მოძრაობა პიკს აღწევდა; მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის შემდეგ კი დაძაბულობა მეტად გაიზარდა.
მიუხედავად მუდმივი მუშაობისა, კოულს სიცოცხლის განმავლობაში ცოტა ფოტო ჰქონდა გამოქვეყნებული, ნაწილი კი დაკარგული იყო. საბედნიეროდ, 2017 წელს 60 000-ზე მეტ ფირს შორის, მისი ნამუშევრებიც აღმოაჩინეს. სწორედ მათ ნაწილს წარმოგიდგენთ ახლა სტატიაში: