in

ეროტიკული მაღაზია Beyou თბილისში გაიხსნა! (18+)

მრავალი წლის შემდეგ, თბილისში კვლავ გაიხსნა ეროტიკული მაღაზია. Beyou ასე ჰქვია სივრცეს, რომელიც როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკური მაღაზიით არის წარმოდგენილი ჭავჭავაძის 37ლ ნომერში. Beyou სადღესასწაულო მაღაზია MyDay-ის შვილობილ ბრენდს წარმოადგენს და ამავე სივრცეში მდებარეობს. ის უშუალოდ 18+ მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი.

ეროტიკული მაღაზია BeYou საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი უმსხვილესი მწარმოებლების პროდუქციით არის წარმოდგენილი და ფართო თემატურ საქონელს აერთიანებს. უფრო კონკრეტულად, აქ შეგიძლიათ ეროტიკული თამაშების, ქალის თეთრეული, სახალისო თუ საინტერესო საჩუქრების, სამოსის, მოწყობილობების, ზრდასრულთა სათამაშოების და სხვა აქსესუარების შეძენა.

ამასთანავე, Beyou-ში ხელმისაწვდომია წინასაქორწილო, ე. წ. Bachelorette Party-ის კოლექცია. ბრენდი მაქსიმალურად ითვალისწინებს განსხვავებულ მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს — შესაბამისად, მაღაზიაში მოცემული პროდუქცია განკუთვნილია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

რაც მთავარია, აღნიშნული ბრენდის პროდუქცია ორიენტირებულია მრავალფეროვნებაზე, რათა მომხმარებლებმა ეროტიკული საჩუქრების ფართო არჩევანი მიიღონ. თანაც სრული ასორტიმენტი ასევე ხელმისაწვდომია ბაზარზე მოქმედი მყისიერი მიწოდების პლატფორმებზე. და როგორც Beyou-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, თითოეული პროდუქტი შესანიშნავია ახალი ინსპირაციების მისაღებად.

 

[R]

არომატის ძალა Lynx-ის კომიკურ კამპანიაში

Polaroid-მა კლასიკური შავ-თეთრი ფირი განაახლა