ხშირად, ჩვენი ნერვიულობის მიზეზი სხვა გარემო ფაქტორები უფროა, ვიდრე ჩვენი შინაგანი მდგომარეობა. ირგვლივ ყველა ზეიმობს, სოციალურ ქსელებში ფოტოებს აქვეყნებენ და სტუდენტური ცხოვრებისთვის ემზადებიან – თქვენ რას განიცდით ამ დროს, თუ თქვენმა შვილმა 1-2 ქულის გამო ეროვნული გამოცდები ვერ გადალახა – გგონიათ, რომ დრო გაჩერდა? თითქოს ცხოვრებამ უბრალოდ გვერდი ჩაგიარათ?
ამით ცხოვრება არ დასრულებულა! ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა, ვინც არასაკმარისი ქულების გამო, თავს გარიყულად გრძნობს და ვერ პოულობს სიტყვებს შვილის გამხნევებისთვის.
მაშ ასე, გაიღიმე! აქ სწორედ იმ მიზეზებზე უნდა მოგიყვეთ, რაც ამ ნერვიულობისგან საბოლოოდ გაგათავისუფლებთ.
პირველ რიგში – ეს არ ნიშნავს, რომ „ვერ შეძელო“ ან „საკმარისად ნიჭიერი არ არის“
გამოცდები არ არის ობიექტური საზომი იმ შესაძლებლობებისა, რაც ჩვენშია. აი, რას ვერ აფასებს, ეროვნული გამოცდები ტესტები:
- რამდენად ეფექტიანად მუშაობს თქვენი შვილი გუნდში
- როგორ აგვარებს ის პრობლემებს რეალურ ცხოვრებაში
- როგორია თქვენი შვილის ტექნიკური ან შემოქმედებითი აზროვნება და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი უნარი.
ეროვნული გამოცდები, მხოლოდ და მხოლოდ აკადემიური შეფასების ფორმაა, რომელიც ზოგიერთ ადამიანს ერგება, ზოგს კი – არა და საჭიროც არ არის. ჩვენი გონება, ფიქრი და შესაძლებლობები, საკმარისია იმისთვის, რომ სხვა, უფრო ეფექტური გზით დავიწყოთ სვლა.
მოკლედ, თქვენ გაგიმართლათ! ის, რაც ახლა თქვენ და თქვენს შვილს ცხოვრებამ გაჩუქათ, არის – დრო!
უნივერსიტეტი არ არის ერთადერთი გზა კარიერისკენ
ნუთუ მართლა გგონიათ, რომ ცხოვრება იმაზე წყდება, ჩააბარა თუ არა უნივერსიტეტში თქვენმა შვილმა?! – არ დაიჯეროთ. დღევანდელ რეალობაში მრავალი ალტერნატიული გზა არსებობს და ესენია:
- პროფესიული განათლება
- მოკლევადიანი ტექნოლოგიური კურსები
- პრაქტიკული პროექტებზე მუშაობის დაწყება
- ფრილანსერის კარიერის დაწყება
- სტაჟირების პროგრამები
- საერთაშორისო ონლაინ სერტიფიცირება
თქვენ, ახლა სწორედ იმ წერტილში ხართ, სადაც შეგიძლიათ დაინახოთ უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიდრე ერთი სტატუსის მოპოვებაა.
შესაძლოა, სწორედ ეს წელი გახდეს თქვენი შვილისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი წელი
აბა, ახლა გულში ჩაიხედეთ და კითხეთ საკუთარ თავს, გათავისუფლდით თუ არა ოდნავ მაინც, გარე ფაქტორებით გამოწვეული წნეხისგან, არა? მაშინ აქ კიდევ რამდენიმე მიზეზს შემოგაშველებთ:
- თქვენ აღარ მოგიწევთ სხვისი მოლოდინების გათვალისწინება
- თქვენ შეგიძლიათ ერთად აირჩიოთ, რას და როგორ ისწავლის თქვენი შვილი
ისე დაგეგმოთ გრაფიკი, რომ პარალელურად მუშაობის ან სტაჟირების შესაძლებლობაც ჰქონდეს იმავე პროფესიაში და არა დროებით სტუდენტურ სამუშაოზე, რომელიმე სუპერმარკეტის ქსელში
მოკლედ, სწორედ ამ პერიოდში შეგიძლიათ სწავლა დაიწყოთ და სცადოთ ისეთ პროფესიული სფეროები, სადაც, თქვენი შვილი:
- ისწავლის მხოლოდ პრაქტიკული მეთოდებით
- იმუშავებს უშუალოდ რეალურ პროექტებზე
- შექმნის ისეთ ნამუშევრებს, რომლებითაც სამომავლოდ იამაყებს
- უკვე 18 თვეში, ექნება არა მხოლოდ აკადემიური ქულები, არამედ სრულფასოვანი, პროფესიული პორტფოლიო
უნდა ურჩიოთ მას, რომ დაეუფლოს ისეთ პროფესიას, რომელიც მომავლის მოთხოვნებს პასუხობს
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თქვენი შვილისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ, რჩევის მიცემაა. ურჩიეთ ისეთი პროფესია, რომელიც მრავალი თანამედროვე კვლევით დამტკიცებულია, რომ ბოლო წლების ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია, მაგალითად:
- პროგრამისტი, რომელიც ქმნის ინოვაციურ აპლიკაციებს
- კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც იცავს ციფრულ სისტემებს
- გრაფიკული დიზაინერი, რომელიც ქმნის ვიზუალურ სამყაროს
ამ პროფესიებში ადამიანები სხვადასხვა გამოცდილებით, ან სულაც გამოცდილების გარეშე შედიან და აქ, მთავარია არა ის, საიდან დაიწყე, არამედ როგორ განაგრძე განავითარე შენი კარიერული გზა. ეს, კი ისეთი პროფესიებია, სადაც განვითარება თამაშს ჰგავს და არასდროს მოგბეზრდება.
ეს აბზაცი კი თქვენი შვილისთვისაა! – ის გაცილებით მეტია, ვიდრე იმ 4 აკადემიური წლის შედეგი
მეგობარო, გახსოვდეს:
- ვერ ჩააბარე გამოცდა? დიახ, ეს რთულია – თუმცა სულაც არ ნიშნავს, რომ დამარცხდი
- დარჩი უნივერსიტეტის გარეთ? დიახ, ეს მტკივნეულია – თუმცა შესაძლოა ეს შენი დამოუკიდებელი გზის დასაწყისი იყოს
- იცი, რომ გინდა რაღაც მეტი, მაგრამ ჯერ ზუსტად არ იცი რა? – უკვე ეს არის შენ მიერ გადადგმული დიდი ნაბიჯი – სურვილი, რომ არ გაჩერდე! პროფესიასთან დაკავშირებით, კი მოითხოვე კონსულტაცია და დაგეხმარებით იმისი გარკვევაში, თუ რომელი ტექნოლოგიური პროფესიაა შენთვის.
არ დაიჯერო, რომ შენს ცხოვრებას წერტილი დაესვა. მთავარი ახლა იწყება – ესაა გზა, რომელზე სიარულსის დროსაც შენ ირჩევ – როგორ იცხოვრო, რა ცოდნა განავითარო და როგორი კარიერა შეიქმნა!
აბა, წარმატებები! გაიღიმე და გახსოვდეს, ყველაფერი ახლა იწყება.
[R]











