in

ეროვნული ბანკის გაფრთხილება სავაჭრო პლატფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, სავაჭრო პლატფორმების გამოყენებისას (ე.წ. ფორექს საქმიანობა), მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის სერვისებით ისარგებლონ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც 2018 წლის 26 ოქტომბრისთვის, აქვთ საბროკერო საქმიანობის შესრულების უფლებამოსილება. ესენი არიან: შპს „თიბისი კაპიტალი“, სს „გალტ ენდ თაგარტი“, შპს „ქართუ ბროკერი“, სს „კაუკასუს კაპიტალ ჯგუფი“, შპს „აბბი ასეტ მენეჯმენტი“, სს „ჰერითიჯ სიქიურითიზ“, შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტი“, შპს „თრეიდ ჰოლდინგი“, სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი.

 

„საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 11 აპრილიდან სავაჭრო პლატფორმის საშუალებით (ე.წ. ფორექს საქმიანობა) მაღალი რისკის შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით (ბინარული ოფციონები და კონტრაქტები ფასთა შორის სხვაობაზე) ვაჭრობის ორგანიზება დაექვემდებარა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებას და მისი წარმოების უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

Galaxy Note9: S Pen – ყვითელი კალამი „გენიოსი“ ფოტოგრაფებისთვის

დრონების მწარმოებელი კომპანია DJI-ს პირველი შოურუმი კავკასიაში