ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომატებული ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა, ვინაიდან მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება. ამის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკიც იწყებს ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას!
როგორც ეროვნული ბანკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, ოქროს სერტიფიკატების შეძენას მომხმარებლები კომერციულ ბანკებში შეძლებენ. 20-გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის შეძენა კი ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიიდანაც იქნება შესაძლებელი.
ოქროს სერტიფიკატებიც და ზოდებიც 20-გრამიანი და 1 კგ-იანი ნომინალის იქნება. მათი გაყიდვა 4 დეკემბრიდან დაიწყება.
[პარტნიორის კონტენტი]