in

ფინანსური განათლების სახალისო გაკვეთილები ბავშვებისგან – ეროვნული ბანკის ვიდეოების სერია

ბავშვებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მათი დეტალური დაკვირვების უნარი და გონებამახვილური პასუხები ჩვენს გაოცებას ხშირად ახერხებენ. მათ უყვართ, როდესაც დიდები უსმენენ და სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პატარებს ახალ, საინტერესო პროექტში სთხოვა მონაწილეობა. ეს არის რუბრიკა „ფინანსური განათლების გაკვეთილები ბავშვებისგან”, რომლის ფარგლებშიც ბავშვები ფულის დამცავ ნიშნებზე გვესაუბრებიან და მარტივი ენით ცდილობენ „განგვანათლონ” უფროსები, აგვიხსნან ისეთი საკითხები, რაც ბევრმა ჩვენგანმა ნამდვილად არ იცის.

რუბრიკა ვიდეოსერიების სახით გამოჩნდა და ეხება ისეთ კითხვებზე პასუხებს, როგორებიცაა: როგორ მოვიქცეთ, თუ ფული დაგვიზიანდა?, როგორ ამოვიცნოთ, ფული ყალბია თუ ნამდვილი? ეს და ფინანსებთან დაკავშირებული სხვა თემები მხიარული ვიდეოების სახით ვრცელდება და სასარგებლო ინფორმაციას გვიზიარებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მთავარი ექსპერტია როგორც ეროვნული ვალუტის, ისე საქართველოში უცხოური ვალუტის ფულის ნიშნების ნამდვილობის დადგენის საქმეში.

[R]

5 გამომგონებელი ქალი ავტოინდუსტრიიდან, რომლებსაც მადლობა უნდა გადავუხადოთ

პირველი უნივერსიტეტი ისტორიაში მუსლიმმა ქალმა დააარსა!