კორპორაციული რესურსების დაგეგმარება Enterprise Resource Planning (ERP) ბიზნესის ყოველდღიური სამუშაო პროცესების ავტომატიზაციაზეა პასუხისმგებელი, რაც ეფექტურ და პროდუქტიულ პროცესებს უზრუნველყოფს. ERP აუცილებელი ინსტრუმენტია ნებისმიერი სწრაფად მზარდი ბიზნესისთვის, რომელსაც სჭირდება საკუთარი სისტემების ოპტიმიზაცია, მომხმარებლის მოთხოვნების უზრუნველყოფა და ოპერაციების მასშტაბირება. ERP სისტემის დახმარებით, ორგანიზაციას შეუძლია დააჩქაროს მომხმარებელთა მომსახურება, აღმოფხვრას განმეორებადი პრობლემები, გააერთიანოს მონაცემები და გააუმჯობესოს გუნდის დინამიკა.
რა არის ERP?
ERP არის პროგრამული გადაწყვეტილება, რომელიც ბიზნეს ოპერაციების ყველა ასპექტის ერთ პლატფორმაში ინტეგრირებისთვისაა შექმნილი. ERP-ის საშუალებით კომპანიებს შეუძლიათ გააერთიანონ თავიანთი პროცესები და ინფორმაცია, თავიანთი ოპერაციები გახადონ უფრო გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და სისტემატური.
ERP-ების მაგალითები: არსებობს რამდენიმე ERP, რომელიც ბიზნეს გადაწყვეტილების მიმღებებს შეუძლიათ გამოიყენონ – Microsoft Dynamics 265 და SAP Business ByDesign. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ხშირად რეკომენდირებული პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელსაც ორგანიზაციები ERP-ისთვის ფუნქციების სრული სპექტრის მისაღებად იყენებენ. ის მოიცავს ყველაფერს, ფინანსებით დაწყებული, ადამიანური რესურსების მონაცემთა ანალიტიკით დამთავრებული. საიმედო სერვისების ფონზე, საკმაოდ ეფექტური და მარტივი გამოსაყენებელია.
რატომ სჭირდებათ კომპანიებს ERP?
ERP-ს იყენებენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა Amazon, Samsung და Toyota, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მხოლოდ მრავალმილიონიანი საერთაშორისო კომპანიებისთვისაა განკუთვნილი. ნებისმიერ ორგანიზაციას, თუნდაც მცირე და საშუალო ბიზნესს, შეუძლია ისარგებლოს ERP-ით და აი, რატომ:
ზოგავთ ხარჯებს
ERP სისტემები არის ინვესტიცია; მათი დაყენება ხარჯია, რაც აფერხებს ბიზნესის მფლობელებს. სამაგიეროდ, შემოსავალი აჭარბებს ხარჯებს. ERP, ასევე, უფრო ეფექტურია, რადგან თქვენს ყველა პროცესს ერთ პლატფორმაში აერთიანებს, რაც ამცირებს ხარჯებს, რომლებსაც ფრაგმენტული პროგრამული გადაწყვეტილებების შემთხვევაში წააწყდებოდით.
ზრდის პროდუქტიულობას
როცა ყველაფერი ერთ ERP-შია მოქცეული, გუნდებს შეუძლიათ ითანამშრომლონ და უფრო ეფექტურადაც იმუშაონ. ERP-ის გამოყენება ამცირებს ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად საჭირო დროსა და ფინანსებს, რადგან თანამშრომლები უკეთესად იღებენ წვდომას საჭირო მონაცემებსა და ინსტრუმენტებზე.
აუმჯობესებს მონაცემთა ანალიტიკას
ERP-ებს ხშირად აქვთ ბიზნეს მეტრიკა და მონაცემთა ანალიტიკა, რომელიც კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ მონაცემთა ბაზაზე ორიენტირებული ინსაითების შესაგროვებლად და უკეთესი გადაწყვეტილებები მიიღონ. ეს ინფორმაცია, როგორც წესი, ავტომატიზებული და განახლებადია რეალურ დროში. ამგვარად, თქვენ გაქვთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ თქვენი სტრატეგიებისა და პროექტების დასაგეგმად.
უფრო მეტად კმაყოფილი მომხმარებელი
ERP სისტემა საშუალებას აძლევს ბიზნესებს გააკონტროლონ და მართონ თავიანთი მომხმარებლის მთელი სასიცოცხლო ციკლი. ეს მათ აძლევს შესაძლებლობას, ზუსტად და სწრაფად დააკვირდნენ მტკივნეულ წერტილებს. ERP-ის მომხმარებელთა მომსახურების მართვის ინსტრუმენტებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ მოიძიონ ახალი შესაძლებლობები, გააუმჯობესონ კლიენტებთან ურთიერთობა და დაიცვან თავიანთი კლიენტების მონაცემები ერთ ინტერფეისში.
ბიზნესს ზრდის საშუალებას აძლევს
ERP შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს კომპანიების ზრდას. ამას კი აღწევს ყველა შიდა პროცესის გამარტივებით და სისტემატიზაციით, რათა ყველა დავალება შესრულდეს რისკებისა და შეცდომების გარეშე.
საუკეთესო ERP თქვენი ბიზნესისთვის
სწრაფად მზარდი კომპანიისთვის ERP-ის დანერგვის შესაფერისი დრო არის ახლა. უმჯობესია, ინტეგრირება თქვენს ბიზნესში რაც შეიძლება მალე გადაწყვიტოთ, რათა უკეთ იყოთ მომზადებული, ხოლო თქვენი ოპერაციები სხვა სიმაღლეებს მისწვდეს. მასშტაბირებისთვის სწორი ინფრასტრუქტურა გჭირდებათ.
წყარო: nbs-us