in

ბიზნეს აღრიცხვის პროგრამა „ბალანსი“

პროგრამა „ბალანსი“ არის მინი ERP-ის ტიპის სისტემა, რომელშიც, ერთ სივრცეშია გაერთიანებული საბუღალტრო პროგრამა, მაღაზიის პროგრამა, საწყობის პროგრამა, წარმოება, ფინანსები და მენეჯერული რეპორტინგი.

„ბალანსი“ 5 წელია, რაც ბაზარზე და მისი დახმარებით უკვე 800-მდეკომპანია აღრიცხავს და აკონტროლებს საკუთარ ბიზნეს პროცესებს.

ჯაბა ფუტკარაძე, კომპანია „ზოდის“ დირექტორი: პროგრამა „ბალანსი“ დანერგილია ჩვენს სავაჭრო დარბაზებში, ასევე ბექ ოფისში და აერთიანებს ბუღალტერიას, სასაწყობო მარაგებს, წარმოებას და ფინანსებს. „ბალანსი“ გვაძლევს შესაძლებლობას, აღრიცხვიანობა ვაწარმოოთ ცალკეული დეპარტამენტების  და ობიექტების მიხედვით და შესაბამისად, გავმიჯნოთ ეს ინფორმაცია”. 

პროგრამა „ბალანსი“ კომპანია BDO-ს საავტორო პროდუქტია. ეს არის 1C-ის 8.3 პლატფორმაზე დაწერილი სრულად ქართული პროგრამა და პირველი სააღრიცხვო სისტემა საქართველოში, რომელიც ქლაუდ ტექნოლოგიაზეა. „ბალანსს“, ასევე, აქვს ლოკალური და ქსელური ვერსიები.

ნინო გამყრელიძე, 4Hospitals-ის დირექტორი: პროგრამა  „ბალანსში“ ვიღებთ შეკვეთებს, ვმართავთ ყოველდღიურ გაყიდვებსა და საწყობის ნაშთებს და ასევე აღვრიცხავთ ბუღალტერიას. ჩვენი თანამშრომლები შეკვეთებს იღებენ პროგრამა „ბალანსში“, ოფისს გარეთ, პლანშეტებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სამუშაო პროცესში. შეკვეთები დასტურდება საწყობში, მათ ებმება გაყიდვები და საბოლოოდ ყველა ინფორმაცია აისახება მენეჯერულ და ფინანსური რეპორტებში“. 

„ბალანსის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ერთიანი სისტემაა. ეს უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ლაივ რეჟიმში.

ნინო გამყრელიძე, 4Hospitals-ის დირექტორი: „ჩემთვის როგორ დირექტორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია რეპორტების ხელმისაწვდომობა. რადგან, ყოველდღიურ რეჟიმში, „ონლაინ“ მაქვს შესაძლებლობა, ვნახო განახლებული ინფორმაცია როგორც პროცესებზე, ისე შემოსავლებზე“. 

კომპანია „ზარაფხანა“ 3 წელია, „ბალანსის“ მომხმარებელია და წარმოებასა და ფინანსებს ბალანსში აღრიცხავს:

ნატო ავქოფაშვილი, „ზარაფხანას“ მთავარი ბუღალტერი: „ჩვენი წარმოება რთულია, თუმცა „ბალანსი“ ზუსტად მოერგო ჩვენს პროცესს და მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ზუსტად აღვრიცხოთ წარმოებაში გამოყენებული ნედლეული და ნარჩენი მასალა.

პროგრამის გამოყენებამ შეგვიმცირა დროის დანაკარგი. მნიშვნელოვნად გვეხმარება, ზუსტად აღვრიცხოთ წარმოების ყველა ეტაპი, აღვრიცხოთ დანაკარგებიც და ზუსტად მივყვეთ წარმოების პროცესს“. 

მეტი ინფორმაცია „ბალანსზე“ და პროგრამის უფასო 1C დემო ვერსია შეგიძლიათ, იხილოთ ოფიციალურ ვებგვერდზე.

„ბალანსის“ საკონტაქტო ტელეფონია:  591 766 766.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ოცნების სამსახური

გაიცანით Fluora – ოთახის დეკორატიული მცენარე LED ნათებით