in

ევროპული კოსმოსური თანამგზავრი ატმოსფეროში დაიწვა

თითქმის 30-წლიანი კოსმოსური თავგადასავლების შემდეგ, ევროპული ხელოვნური თანამგზავრი განადგურდა. ორიოდ დღის წინ ის დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა და წყნარი ოკეანის თავზე დაიწვა — ასე დასრულდა 13-წლიანი პროცესი, რომელიც ნასას მიერ თანამგზავრის ორბიტიდან გამოყვანას ეხებოდა.

M2
M2

ზედაპირზე მიმოფანტული ნამსხვრევების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ის ტოქსიკურ ან რადიოაქტიურ ნივთიერებებს არ შეიცავდა. კოსმოსში გაშვებისას, როდესაც საწვავის ავზი სავსე იყო, ეს ხელოვნური თანამგზავრი 2 516 კილოგრამს იწონიდა; ატმოსფეროში შემოსვლისას კი — 2 294 კილოგრამს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მასშტაბურად ჟღერს, ეს პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს, ვინაიდან მსგავსი ზომის ობიექტი რამდენიმე კვირაში ერთხელ იწვება დედამიწის ატმოსფეროში.

„კოსმოსში გაშვებისას ERS-2 ყველაზე დახვეწილი ხელოვნური თანამგზავრი იყო, რომელიც იმ დრომდე შეუმუშავებია ESA-ს. მიზანი დედამიწის ხმელეთის, ყინულოვანი მწვერვალებისა და ოკეანეების მონაცემების შეგროვება იყო, რაც ბუნებრივი კატასტროფების შედეგების მონიტორინგშიც მრავალჯერ დაგვხმარებია“, — წერს ESA.

აქვე დასძენენ, რომ აღნიშნული თანამგზავრის მიერ მოპოვებულმა მონაცემებმა მნიშვნელოვნად შეცვალა და გააფართოვა დედამიწასთან დაკავშირებული აღქმები.

როგორ აღწევენ თანაბარუფლებიანი ხელმძღვანელები წარმატებას ერთად?

როგორია თქვენი „მოთამაშის არქეტიპი“?