in

ტერასა „ერთად“ — ბათუმის ყველა ხედი ერთი ადგილიდან

ერთად“ — ეს არის ახალი რესტორანი, რომელიც ბათუმში, ქუთაისის ქუჩის 12 ნომერში გაიხსნა. აქ ყველაფერი ერთად ხდება, არ აქვს მნიშვნელობა, მარტო იქნები, მეგობრებთან, შეყვარებულთან თუ ოჯახთან ერთად, მთავარი მხოლოდ ერთია — ფაქტი, რომ ყველა ერთადაა. როგორც მისი დამფუძნებლები აღნიშნავენ, ეს მხოლოდ სახელი არ არის, არამედ ცდილობენ, მთავარ კონცეფციად აქციონ.

„ჩვენთან სულ სხვანაირი ატმოსფეროა. ისეთი, რომელიც სიტყვებით არ გამოითქმის — ერთდროულად მგრძნობიარე და მომხიბვლელია. თანაც ამ ყველაფერს ერწყმის ღირსშესანიშნაობების, ზღვისა და ქალაქის პეიზაჟის პანორამული ხედები, რაც დამატებით სასიამოვნო ფენას მატებს გარემოს. წარმოიდგინეთ, ძვირფას ადამიანებთან ერთად ატარებთ დროს და ყველაფერი სხვანაირად „მარტივი“ ხდება“, — აღნიშნავენ რესტორნის „ერთად“ წარმომადგენლები.

მთავარი მიზანი ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც მომხმარებლები დასვენებას, განტვირთვასა და თითოეული წამისგან სიამოვნების მიღებას შეძლებენ. ამიტომაცაა, რომ გარდა სტანდარტული მომსახურებისა, რესტორანი ყოველ საღამოს უმასპინძლებს სხვადასხვა ღონისძიებას — მათ შორის სთენდაფებს; ყოველ ღამე კი სხვადასხვა ტიპის ივენთი გაიმართება.

რაღა თქმა უნდა, აღსანიშნავია ლოკაციის გათვალისწინებაც — ფაქტი, თუ როგორ ერწყმის „ერთად“ ქალაქის ლანდშაფტს. კერძოდ, მისი ტერასიდან ბათუმის ყველა ხედი ერთ პანორამაში იშლება, რაც საშუალებას გაძლევთ, სრულად „შეიგრძნოთ“ ქალაქი.

„შემოგვიერთდით „ერთად” ტერასაზე, სადაც ყოველი მომენტი არის საერთო გამოცდილება და ერთადობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სახელი – ეს ჩვენი ძირითადი კონცეფციაა“.

[R]

IKEA-მ შვედ მომხმარებლებს მზის სხივები შესთავაზა

თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions-ის ორგანიზებით Change Inspire ჩატარდება!