in

ჩვენც ისევე გვჭირდება ძაღლების მეგობრობა და სითბო, როგორც მათ – ჩვენი! – Pedigree

ამ ბოლო დროს, Pedigree განსაკუთრებით გვანებივრებს საინტერესო ვიდეორგოლებით. ახალი ნამუშევარი, რომელიც სააგენტო BBDO–ს დახმარებით შეიქმნა, ძალიან შეეფერება რეალობას. ადამიანები გალიებში პირდაპირი მნიშნელობით, რა თქმა უნდა, არ აღვიქვათ, მაგრამ ის, რომ ტექნოლოგიებისა თუ სოციალური ქსელების სერიოზული ზეგავლენის ქვეშ ვართ და მათთან მიმართებაში დამოკიდებულების საზღვრებს ვეღარ ვავლებთ, ნამდვილად რეალურია. სწორედ ასე გამოიყურებიან ადამიანები Pedigree–ის სარეკლამო რგოლში, ეკრანებს მიჩერებული ცარიელი თვალებით და გულის სიღრმეში დარჩენილი თავის დაღწევის სურვილით. ამ დროს კი თავისუფალი, ლაღი და საყვარელი ოთხფეხა მეგობარი ჩნდება, რომელმაც ერთი–ერთი უნდა აირჩიოს და მას ცხოვრების ხალისი დაუბრუნოს. სწორედ ასეა, ხშირად ადამიანებს გაცილებით უფრო მეტად სჭირდებათ სითბო, ხალისი და თამაში, ვიდრე ძაღლებს. ამიტომ ბოლო მოდელის ტექნიკასთან ერთად, სახლში აუცილებლად უნდა გყავდეთ ერთგული მეგობარი, რომელიც არასდროს მოგცემთ მოწყენის ან თავის დაკარგვის საშუალებას.

BOG

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=9&v=D-kU0nkcq-o

“ციდა” ციდან არ ჩამოვარდნილა – “ბაკურიანის” ახალი ბრენდის შექმნის ისტორია

ნატა გოგოლაძე – #პირველისამსახური