in

როგორ დაწეროთ 1-გვერდიანი, მარტივი კონტენტსტრატეგია

თუ გსურთ, რომ კონტენტმარკეტინგით მოწინავე პოზიციებზე მოხვდეთ, თქვენს გუნდში ყველა პირმა უნდა იცოდეს, ვინ, როდის, სად, რატომ და როგორ მუშაობს. ამ პროცესებს წერილობითი სტრატეგია აადვილებს. მისი დახმარებით შეგიძლიათ:

  • განსაზღვროთ კონტენტმარკეტინგის შესაბამისობა ორგანიზაციის მიზნებთან;
  • ბიუჯეტის განსაზღვრა;
  • დარწმუნდეთ, რომ შიდა, გარე და მიმდებარე კონტენტის გუნდები მუშაობენ ერთი მიმართულებით.

რამდენიმე წლის წინ CoSchedule-მა განაცხადა, რომ მარკეტინგის წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ დოკუმენტირებული სტრატეგია, 414%-ით უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, ვიდრე მათ, ვისაც ეს არ გააჩნია. ბოლოდროინდელი კვლევები კი გვასწავლის, რომ არ არის საჭირო კონტენტსტრატეგია რამდენიმე გვერდისგან შედგებოდეს.

ამ სტატიაში გეტყვით, რის მიხედვით ააწყოთ 1-გვერდიანი კონტენტსტრატეგია

დავიწყოთ მთავარი ნაბიჯით – განსაზღვრეთ თქვენი კომპანიის მიზნები. მის გარეშე წარმატებულ კონტენტსტრატეგიას ვერ უზრუნველყოფთ;

შემდეგი ნაბიჯია თავად კონტენტმარკეტინგის მიზანი, ანუ რის მიღწევას ცდილობს თქვენი კომპანია სწორი კონტენტის შეთავაზებით მომხმარებლისთვის. მაგალითად, თუ ბანკის სტრატეგიას გეგმავთ, კონტენტის მიზანი შეიძლება იყოს იმ მომხმარებლების დაინტერესება, რომლებსაც სჭირდებათ პირადი ფინანსების მართვა. 

განსაზღვრეთ აუდიტორია

მარკეტინგში ერთი ცდუნება არსებობს – შეიძლება ფიქრობთ, რაც უფრო მეტი ადამიანი მოიხმარს თქვენს კონტენტს, მით მეტი ადამიანი დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში. წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ ცდუნებას, რადგან ის არაეფექტურია. თითქმის შეუძლებელია ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც კარგად მუშაობს ყველა ტიპის სეგმენტზე. აირჩიეთ ერთი ძირითადი და მაქსიმუმ, მეორეული აუდიტორია.

კონტენტის კატეგორიებისა და თემების განსაზღვრა

მიზნისა და აუდიტორიის ცოდნა უკვე ახალ ფანჯარას გიღებთ კონტენტის დასაგეგმად. მოამზადეთ შინაარსის იდეების სია – დიდი იდეები, კონკრეტული პოსტები, ჩამოწერეთ ისტორიის ნიმუშები, რომლებიც ფიქრობთ, რომ ყველაზე საინტერესო იქნება თქვენი მომხმარებლისთვის და თქვენს ბრენდსაც მოუხდება. 

ისევ ბანკის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შეიძლება ჩამოწეროთ სამი კატეგორია – საყოფაცხოვრებო, მოგზაურობა და ბიუჯეტური გართობა. ყველა ეს თემა კარგად მუშაობს მშობლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფინანსებით და ერთ დღეს შეიძლება მიმართონ სახლის, მანქანის ან პერსონალური სესხის მისაღებად.

ფორმატი

ფორმატის შერჩევისას იყავით რეალისტები. მაგალითად, თქვენს აუდიტორიას შეიძლება მოეწონოს ვიდეოები, მაგრამ, თუ თქვენს გუნდში არავის აქვს ვიდეოს გადაღების უნარები და არ გაქვთ ბიუჯეტი დასაქირავებლად, არ აირჩიოთ ვიდეო, როგორც ძირითადი ფორმატი.

ზოგადი ციფრული და ბეჭდური შინაარსის ტიპების ნაზავი მოიცავს: ბლოგს, ელჟურნალებს, სოციალური მედიის პოსტები, ბუკლეტსა და ვიდეოებს.

ჩამოთვალეთ გადანაწილების არხები და სიხშირე

საკუთარი ვებგვერდი და სოცმედია ქსელები კომუნიკაციის საუკეთესო და აუცილებელი საშუალებაა, თუმცა შეგიძლიათ, გამოიყენოთ მესამე მხარის პლატფორმებიც. 

რაც შეეხება სიხშირეს, დამოკიდებულია თქვენს მიზანზე, თუმცა დღეში ერთი პოსტი მაინც სოცმედია არხებისთვის სასურველია. შეკვეთილი სტატიები შეგიძლიათ კვირაში ერთხელ გაუშვათ, ვიდეოები კი კვირაში ორჯერ-სამჯერ.

დაუბრუნდით ბიზნესის მიზანს

ბოლო საფეხურია პირველის გადახედვა. იმისთვის, რომ სტრატეგიის წერამ არ გაგიტაცოთ (რაც სავსებით შესაძლებელია), მას მერე, რაც ყველაფერი დაწერილი გექნებათ, გადახედეთ, რამდენად მიზანთან შესაფერისად ჩამოწერეთ ყველაფერი.

ახალი ქართული ფონტი, რომელიც მარიამ ჩხიკვაძემ იტალიაში შექმნა

„მუსიკა ჩემი სალაპარაკო ენაა, რომლითაც ვურთიერთობ სამყაროსთან” – Askeesi