in ,

ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება ერთი ჭიქა გემრიელი ჩაის თანხლებით- Brooke Bond Red Label-ის სასარგებლო ექსპერიმენტი

განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების მიღება საკამოდ რთული თემაა, განსაკუთრებით არაბულ ქვეყნებში, სადაც მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების უფლება უმეტესად მამაკაცებს აქვთ, ხოლო ქალების პრეროგატივად მხოლოდ მოთმინება და შეგუება რჩება. მიუღებელია ამ თემაზე ქალბატონების მხრიდან ხმამაღლა საუბარი და ინიციატივის გამოჩენა. თუმცა, არ არსებობს საკითხი, რომლის მოგვარებაც ერთი ჭიქა გემრიელი ჩაის თანხლებით არ არის შესაძლებელი. ჩაის მწარმოებელმა ბრენდმა Brooke Bond Red Label უჩვეულო ექსპერიმენტის ჩატარება და ამ პრობლემის მქონე ქალბატონების დახმარება გადაწყვიტა. ოჰუდი არაბი ქალბატონია, რომელსაც უკვე წლებია თავის მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, რაც ყველაზე მეტად ბავშვებზე აისახება. მიუხედავად საფუძვლიანი არგუმენტებისა, ოჰუდს მამასთან დალაპარაკებისა და თავისი სურვილის ხმამაღლა გამოთქმის ეშინია, ისევ და ისევ გავრცელებული წესებიდან გამომდინარე. სწორედ აქ ჩაერია ბრენდი და ექსპერიმენტში ოჰუდის მამა მოიწვია, რომელსაც ფარდის მიღმა მჯდომი ქალბატონისთვის უნდა მოესმინა და რჩევა მიეცა. შედეგი საკმაოდ ემოციური და რაც მთავარია ეფექტური გამოვიდა.

 

„ბეკო“ 20 წლის გახდა და საიუბილეო წელს სიურპრიზებით აღნიშნავს!

რას ხედავთ პოსტერზე?! – Ford-ის პრინტ კამპანია საჭესთან სმარტფონის გამოყენების წინააღმდეგ