in

ერთი დღე მულტფილმში! – საზეიმო ღონისძიება Magti-სა და Cartoon Network-ისგან

ერთი დღე მულტფილმში – ასე უწოდეს ზეიმს, რომელიც მაგთიკომმა და  ამერიკულმა არხმა Cartoon Network-მა  პატარებისთვის და მათი მშობლებისთვის 3 ივნისს, მთაწმინდის პარკში  გამართეს.

BOG
BOG

როგორც მაგთისატი, ისე მაგთის IP ტელევიზია არხების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მაგთიკომისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავისი პატარა მაყურებლები, რომლებსაც მსოფლიოში პოპულარულ საბავშვო არხებს სთავაზობს,  მათ შორისაა არხი Cartoon Network.

3 ივნისს მაგთიმ და Cartoon Network-მა  ნამდვილ მულტფილმში მოიწვია ბავშვები:  მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა  გულისხმობდა მულტფილმების ჩვენებას ღია ცის ქვეშ, ექსპერიმენტების ჩატარებას ლაბორატორიაში, თოჯინების თეატრის წარმოდგენას, მხიარულ თამაშებს  და თამაშებში გამარჯვებულთა დაჯილდოებას. . .

ამ ღონისძიებას კი წინ ერთვოდა მაგთის კონკურსი, რომელიც კომპანიამ Facebook გვერდზე თავისი პატარა მეგობრებისთვის გამოაცხადა: მათ უნდა დაეხატათ საყვარელი გმირები Cartoon Network-ის მულტფილმებიდან და გაეგზავნათ მაგთის facebook-გვერდზე. 

3 ივნისს, მთაწმინდის პარკში, მაგთის კონკურსის საუკეთესო ათეულში მოხვედრილ პატარა მხატვრებს გადაეცათ პრიზები:

  • Samsung-ის სმარტფონები მაგთისგან;
  • სამახსოვრო სუვენირები Cartoon Network-ისგან;
  • 50-ლარიანი ვაუჩერები – მთაწმინდის პარკისგან. 

„მაგთიკომი მომხმარებელს 250-მდე მაღალრეიტინგულ და სხვადასხვა შინაარსით გამორჩეულ არხებს სთავაზობს, რათა გათვალისწინებული იყოს ყველა სეგმენტის გემოვნება და ინტერესები.  ბოლო პერიოდში 50 ახალი არხი დაგვემატა და ეს პროცესი მუდმივად გაგრძელდება.“  – აცხადებენ მაგთიკომში.

[R]

კომპანია, რომელმაც თანამშრომლების ფიქრებისგან ლოგო შექმნა

2000 სტუმარი, საიუბილეო ივენთი და სიახლეები! – “მოზაიკა” 8 წლის გახდა