in

ერთი დღე, როგორც ვებსტერის სტუდენტი

გასულ, 2022 წელს საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა. ამ მცირე პერიოდში კი კამპუსმა უკვე მრავალი აქტივობა განახორციელა, როგორც სტუდენტებისთვის, ისე დაინტერესებული კანდიდატებისთვის.

ერთ-ერთი ბოლო აქტივობა 24 იანვარს ჩატარდა, სახელწოდებით „ერთი დღე, როგორც ვებსტერის სტუდენტი“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს ლექცია და სიმულაციური თამაში ჩაუტარდათ. უფრო კონკრეტულად, უნივერსიტეტის პროფესორებმა იოჰან ვანროიერმა და ჯოსეფ სერნიკმა ბიზნესის შესავლის შესახებ ისაუბრეს. შემდეგ კი სტუდენტები სიმულაციურ აქტივობაში ჩაერთნენ, სადაც კომპანიის დაარსების ქეისი განიხილეს — ეს მოიცავდა რამდენიმე პოტენციურ სცენარზე საუბარს და იმის გაგებას, რა მუშაობს კარგად და რა, არა. გარდა ამისა, დღის მანძილზე დებატებიც გაიმართა, სხვადასხვა თემაზე, ვებსტერის საერთაშორისოდ აღიარებულ ლექტორებსა და სტუდენტებთან ერთად.

CashBack-ისა და Mastercard-ის აქცია ქართული ბრენდებისთვის — 60%-მდე ქეშბექი ონლაინ შოპინგისას

მეცნიერებმა ცხოველების ენის თარგმნის ახალ გზას მიაგნეს