უორენ ბაფეტი, ჩვენი დროის უდიდესი ინვესტორი, რამდენიმე საინტერესო გაკვეთილს გვთავაზობს, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს ბევრ ადამიანზე. ბაფეტმა ერთხელ თქვა: „თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ ძალიან ცოტა რამ უნდა გააკეთოთ სწორად, თუ ძალიან ბევრ რამეს არასწორად არ გააკეთებთ“. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავამარტივოთ ჩვენი ცხოვრება და ვფოკუსირდეთ ყოველდღიურად გონივრული არჩევანის გაკეთებაზე, რაც წარმატებისკენ მიმავალ გზას გაგვიხსნის.
თვითშეფასების დონე განსაზღვრავს თქვენს პირად სტანდარტებს და არა იმას, რასაც სამყარო აწესებს. ის მნიშვნელობას ანიჭებს თუ ვინ ხარ, როგორ იქცევი, როგორ ხედავ სამყაროს შენი ღირებულებებისა და რწმენის საფუძველზე. რა თქმა უნდა, ამით რადიკალურად განსხვავდება გარე შეფასებებისგან, როგორიცაა სოციალური ნორმები, თანატოლების მოსაზრებები და წარმატების მეტრიკა — სიმდიდრე, სტატუსი ან პოპულარობა. თქვენი ცხოვრების დონის გაზომვა სხვების შეხედულების მიხედვით, ვერ დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.
ასე რომ, თუ აპირებთ შეაფასოთ საკუთარი თავი თქვენივე ღირებულებების, პრინციპებისა და სტანდარტების საფუძველზე, უნდა გქონდეთ გარკვეული კრიტერიუმები. აი, რას გვთავაზობს უორენ ბაფეტი:
- განმარტეთ თქვენი ფასეულობები: ადამიანები, რომლებიც მიჰყვებიან თავის შეფასების პირად ქულათა სისტემას, ყურადღებას ამახვილებენ საკუთარ ღირებულებებზე. ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს იმის საფუძველზე, რაც მათ მიაჩნიათ სწორი, თუნდაც ეს არაპოპულარული იყოს. დაადგინეთ, რას მიიჩნევთ ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებად. ჩამოწერეთ ძირითადი ღირებულებები და პრინციპები, რათა თქვენი სურვილის მიხედვით წარმართოთ საკუთარი ცხოვრება.
- თვითრეფლექსია: რეგულარულად იფიქრეთ საკუთარ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი თქვენს ღირებულებებს შეესაბამება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა დიდი გადაწყვეტილებების გზაჯვარედინზე დგახართ.
- დაისახეთ მიზნები: განსაზღვრეთ თქვენი წარმატება საკუთარი კრიტერიუმების საფუძველზე. ფოკუსირება მოახდინეთ პიროვნულ ზრდასა და იმ მიღწევებზე, რომლებიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- გრძელვადიანი აზროვნება: ფოკუსირება მოახდინეთ გრძელვადიან მიზნებზე და არა მოკლევადიან მოგებაზე.
- უარყავით შედარება: დაამარცხეთ საკუთარი თავის სხვებთან შედარების ჩვევა.