არქიმ მაყურებელს ახალი, საინტერესო და სახალისო ვიდეორგოლი წარუდგინა, რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ არქი ერთი დიდი ოჯახია. სიუჟეტში მოვლენები პატარა არქელი ლიკუნას გარშემო ტრიალებს. კამპანიაზე არქიმ კრეატიულ დირექტორ რეზო შელიასთან, რეჟისორ ნიკუშა მოწონელიძესთან (კუკუშა) და FIRE production-თან ერთად იმუშავა. თუ სახალისო და ემოციური ამბები გიყვართ, ეს ვიდეორგოლი აუცილებლად უნდა ნახოთ.
M: მოგვიყევით რგოლის იდეის შესახებ…
ელენე ბარათაშვილი „არქი“: არქი ერთი დიდი ოჯახია, ეს უბრალოდ სიტყვები არ არის. ჩვენი ახალი რგოლის მთავარი სათქმელიც სწორედ ეს არის. ვიდეორგოლში ნაჩვენებია ისტორია, რომელიც პატარა ლიკუნას გარშემო ტრიალებს. ლიკუნას ზეიმი აქვს და როლისთვის სასწრაფოდ სჭირდება ფორმა. ამ გამოწვევის გადასაჭრელად მთელი სამეზობლო ერთიანდება და შედეგიც სახეზეა, ლიკუნას გამოსვლა საბოლოოდ „ფანტასტიკურად“ ჩაივლის. რგოლში, როგორც ვნახეთ, მონაწილეობენ ჩვენი საამაყო არქელი ჩემპიონები: ლაშა ტალახაძე და ლევან საგინაშვილი (ჰალკი). ისინი არქელები არიან და გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ რგოლში მონაწილეობისთვის… იმისთვის, რომ არქის დიდი ოჯახის ძალიან საამაყო და აქტიური წევრები არიან.
M: რამ შთაგაგონათ არქელების ერთიანობაზე ვიდეორგოლის შექმნა?
ამ ეტაპზე არქის დიდი ოჯახი 30 000-ზე მეტ არქელს აერთიანებს. ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანია, მაცხოვრებლებს ხარისხიანი და კომფორტული საცხოვრებელი სახლები შევუქმნათ და ვიზრუნოთ ჩვენს არქელებსა თუ მათ ყოველდღიურობაში მეტი პოზიტივის შეტანაზე. მეზობლები კი ჩვენი ყოველდღიურობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არიან. ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და ხშირ შემთხვევაში უშუალო ოჯახის წევრების შემდეგ, მათ ვუზიარებთ სასიხარულო მომენტებს და შეგვიძლია, ყოველდღიურ გამოწვევებში დასახმარებლადაც მივმართოთ. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, ყველანაირად ხელი შევუწყოთ ჩვენს არქელებს მეგობრული, ოჯახური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ შეგვიძლია, თითქმის ყველა გამოწვევას ერთად მეგობრულად გავუმკლავდეთ. ზუსტად ეს არის ნაჩვენები ახალ ვიდეორგოლში.
რევაზ შელია, კრეატიული დირექტორი: რგოლში უნდა გვეჩვენებინა, რომ არქის დიდ ოჯახში ადამიანებს გამორჩეული ურთიერთობები, ემოციური კავშირი და საერთო მოგონებები აქვთ. ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მეზობლებს შორის კარგი ურთიერთობები და რამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას ადამიანების ყოველდღიურობაზე.
ვიდეორგოლზე მუშაობა საინტერესო იყო, რადგან თვითონ თემაც საინტერესოა და გამოწვევა იყო, მოკლე ვედეოთი დიდი სიუჟეტი და ემოციები გადმოგვეცა.
გვინდოდა, რგოლის ნახვისას ადამიანები კარგ ხასიათზე დამდგარიყვნენ და დაენახათ, რომ არქელებს ერთიანი ძალებითა და განსაკუთრებული ურთიერთობებით გამოწვევებთან გამკლავება, პატარა ამბის დიდ მხიარულებად გარდაქმნა შეუძლიათ. ვიდეოს გამოხმაურებამ გვაჩვენა, რომ მიზანს მივაღწიეთ, მაყურებელში თბილი და პოზიტიური ემოციების გამოწვევა შევძელით.
M: როგორ ქმნით „არქის დიდ ოჯახს“?
ლევან თითბერიძე „არქი“: თითოეული ადამიანი, ვინც არქიში ბინას შეიძენს, ხდება არქელი. ჩვენ მათთან ურთიერთობას ბინის შეძენით არ ვასრულებთ, პირიქით, ბინის შეძენის შემდგომ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს არქელებთან. ჩვენი მიზანია „არქის დიდ ოჯახში“ მეგობრული, თბილი, გულღია და ოჯახური ურთიერთობების ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ, უკვე წლებია, არქიში ყველა დღესასწაულს არქელები ერთად აღვნიშნავთ, ჩვენს კომპლექსებში ვმართავთ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც ძალიან ბევრი არქელი იყრის თავს და ერთად ძალიან კარგ დროს ვატარებთ. გარდა ამისა, გვაქვს უფრო მასშტაბური ღონისძიებებიც. სპეციალურად არქელებისთვის ჩავატარეთ სუხიშვილების კონცერტი ფილარმონიაში; დათო გომართელის და შვიდკაცას საღამო მცხეთაში; ასევე, ლელა წურწუმიას და ბენდის მონაწილეობით საზეიმო ღონისძიება ანდერვილში. მსგავს ღონისძიებებზე ვცდილობთ, ჩვენს არქელებს სასიამოვნო გარემო, გუნდური თამაშები, აქტივობები და. რა თქმა უნდა, მათთვის საყვარელი მუსიკოსების კონცერტები შევთავაზოთ. მიზანი ერთია — არქელებმა ერთმანეთი კიდევ უფრო კარგად გაიცნონ, დაახლოვდნენ და ერთად დაუვიწყარი მოგონებები შექმნან.
M: ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ამ ეტაპისთვის ჩაატარეთ ჯიფსი კინგის კონცერტი იყო სპორტის სასახლეში. ამ ინიციატივის შესახებაც გვიამბეთ…
ელენე ბარათაშვილი „არქი“: ნამდვილად დაუვიწყარი საღამო გამოგვივიდა. „ჯიფსი არქელებისთვის“ წელს იანვარში გავმართეთ. გვინდოდა, ისეთი მუსიკოსის ჩამოყვანა, რომლის კონცერტზეც ჩვენი არქელები ძალიან კარგ დროს გაატარებდნენ. ამიტომ შევარჩიეთ ყველასთვის საყვარელი ჯიფსი კინგი. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, სპორტის სასახლეში 7000-ზე მეტი არქელი შეიკრიბა და ლეგენდარული ჯიფსი კინგის ყველასთვის საყვარელ სიმღერებზე ერთად დაუვიწყარი დრო გავატარეთ.
გვინდა, დიდი მადლობა ვუთხრათ თითოეულ არქელს არქის არჩევისთვის და ნდობის გამოცხადებისთვის. არქელებზე ზრუნვა ჩვენი კომპანიის მთავარი პრიორიტეტია. სამომავლოდაც ბევრი საინტერესო და სახალისო აქტივობა და ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი ჩვენი დიდი ოჯახის წევრებისთვის.
Client: Archi
Marketing Director – Elene Baratashvili
Deputy Marketing Director – Levan Titberidze
Creative Director: Rezo Shelia
Director: Nikusha Kukusha Motsonelidze
Director of Photography: Vigen Vartanov
1st AD: Maia Imedashvili
Gaffer: Mishka Saganelidze
Production Company: FIRE production
Executive Producer: Tamar Tvaradze
Producer: Mariam Zubashvili
Production Manager: Giorgi Gugeshashvili
Production Coordinator: Ani Meladze
Production Assistant: Elene Kekelidze
Set Manager: Tornike Darakhvelidze
Casting Manager: Nutsa Abashidze
Location Manager: Giorgi Mgeladze
Production Designer: Shota Izoria
Wardrobe stylist: Anka Gabunia
Wardrobe Assistant: Ani Bakhtadze
Make-up Artist: Luchia Devejieva
Editing and Color Correction: Nikusha Kukusha Motsonelidze
Music: HEIMA Production
CG: David Chabashvili
[R]