კომუნალურების გადახდა, მეგობრისთვის სხვა ბანკის ანგარიშზე თანხის მომენტალური გადარიცხვა, სურვილების ასასრულებლად თანხის დაგროვება და უამრავი სხვა საბანკო ოპერაცია შეიძლება, ძალიან მარტივად, ერთი ხელის მოსმით სრულდებოდეს — სწორედ ეს არის ლიბერთის მობაილ ბანკის კამპანიის და ვიდეორგოლის მთავარი გზავნილი, რომელიც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.
ლიბერთის მობაილ ბანკის ახალ ვიდეორგოლში მომხმარებლებისთვის საჭირო ოპერაციების განხორციელება ცოტა უტრირებული, თუმცა კრეატიული გზითაა ნაჩვენები, სადაც პერსონაჟები ძალიან მარტივად წყვეტენ პრობლემას და ისრულებენ სურვილებს.
აღსანიშნავია, რომ კამპანიის კრეატიული იდეა ლიბერთის შემოქმედებითი გუნდის ნამუშევარია.
ლიბერთის მობაილ ბანკი ხუთი წელია, რაც არსებობს და დღეისთვის მას 500 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. თავად ბანკის წარმომადგენლები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ ციფრული ტრანსფორმაცია და განვითარება მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ მომხმარებლებისთვის მომსახურების მიღების პროცესი ყველა არხში, გაციფრულება და მობაილ ბანკის სრულყოფა კი ამის ნაწილია. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დღეისთვის ჩვენი მობაილ ბანკი არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, სწრაფი და ინტუიციური აპლიკაცია. გვეამაყება, რომ დეველოპმენტზე ჩვენი შიდა გუნდი მუშაობს და მინდა, მადლობა ვუთხრა ამ გუნდის თითოეულ წევრს. რაც შეეხება მობაილ ბანკის კამპანიას, იმედს ვიტოვებთ, ჩვენი არსებული მომხმარებლისთვის კიდევ უფრო გასაგები და ხელმისაწვდომი გახდება ახალი სერვისები და პოტენციურ მომხმარებლებსაც დავაინტერესებთ“, — ელენე ჩუბინიძე, ლიბერთის ციფრული ბანკინგის ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
ლიბერთის მობაილ ბანკის კამპანია მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
კამპანიის კრედიტები
ბრენდი: ლიბერთი
მარკეტინგის დირექტორი: თამარ მეგრელიშვილი
ციფრული ბანკინგის ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის უფროსი: ელენე ჩუბინიძე
საცალო ციფრული ბანკინგის განყოფილების ხელმძღვანელი: გიორგი სამუშია
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: სონია გულაღაშვილი
ფრილანს არტ დირექტორი: თათია გუგენიშვილი
შემოქმედებითი გუნდი: სონია გულაღაშვილი, ნინო ბიწაძე, თათია გუგენიშვილი
ექაუნთ დირექტორი: თუთი ქუშაშვილი
პროექტის მენეჯერი: ნატო ბელქანია
ადმინისტრაციული გუნდი: ქეთი ნონიაშვილი
Production Team
რეჟისორი: დიმა ჩხეიძე
აღმასრულებელი პროდიუსერი: ნინო ბიწაძე
პროდიუსერი: ლევან ბაბუციძე
რეჟისორის პირველი ასისტენტი: სალი ჯუღელი
დამდგმელი ოპერატორი: სანდრო დარახველიძე
გაფერი: გიორგი გოგატიშვილი
ფოკუსი: ირაკლი ჟღენტი
ფლეიბექი: პაატა გელაშვილი
კამერამენი: იმედა თეთრაძე
გამნათებელი: რატი გოგატიშვილი, ცოტნე მარსაგიშვილი, მიხეილ გვალია, შალვა ლელუაშვილი
დოლი: აკაკი ქურდაძე, გოგა ჭანტურია
დამდგმელი მხატვარი: პოლინა რუდჩიკ, სანდრო ნადარეიშვილი
რეკვიზიტორი: ზაზა ვაშაყმაძე, ნიკუშა ბადაშვილი
მხატვრის ასისტენტი: რეზი ჯინჯიხაძე
კოსტუმების მხატვარი: იკა ბობოხიძე
კოსტუმების მხატვრის ასისტენტი: ელენე ზვანბაია
გრიმი: გიგა ბაგრატიონ-გოგაძე
გრიმის ასისტენტი: ანასტასია ჯაში
კასტინგის მენეჯერი: მიშა აფხაზავა
კასტინგის მენეჯერის ასისტენტი: სოფო ქობაჩიშვილი
ლოკაციის მენეჯერი: ქეთევან კვინიხიძე
ხმა და მუსიკა: Heima Production
ფერის კორექცია: მინდია ინასარიძე
გრაფიკა: ირაკლი ზურაბიშვილი
მეიქინგ ოფი: გიორგი ჩეკურიშვილი
ლეთერინგი: ბაიკო ფირცხალაიშვილი
რეტუში/ანიმაცია: ამირან ტორონჯაძე
ფოტოგრაფი: თორნიკე აივაზიშვილი
სთორიბორდი: ირაკლი თოიძე
[R]