in

7 ამბავი გაპიროვნებულ გაჯეტებზე – 4MEDIA-ს PRINT-კამპანია, „ერთი კლიკით შეყვარება“

კამპანიაში სააგენტო „შაომის“ მოწყობილობებზე, როგორც ცოცხალ არსებებზე მოგვითხრობს.

„ერთი კლიკით შეყვარება“ სააგენტო 4MEDIA-ს მიერ, Xiaomi Authorised Mi Store-ისთვის შექმნილი პრინტსერიის სახელწოდებაა. სერიის, სადაც ბრენდის მოწყობილობები გაპიროვნებულია და მათი ფუნქციური შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია ვიზუალურ ნამუშევრებთან ერთად, მხატვრული ტექსტების მეშვეობითაა გადმოცემული.

„ჩემი სუნთქვა ხარ“, „გავისეირნოდ?“ (სანამ „დ-ს“ გამო გვისაყვედურებთ, სტატია ბოლომდე წაიკითხეთ… ავტ. შენიშვნ.), „ეს ის არ არის, რაც შენ გგონია“, „მე მინდა, გიყურო“, „შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი“, „ვის ოთახშიც ეს შევა“, „ბინის მაყურებელი“ – ეს იმ 7 ამბის სახელწოდებებია, სადაც „შაომის“ მოწყობილობებზე, როგორც ცოცხალ არსებებზეა მოთხრობილი. თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

ახლა კი, კამპანიასთან დაკავშირებით, 4MEDIA-ს უფროსი კოპირაიტერის, ნიკა გარსენიშვილის კომენტარებს გიზიარებთ… ჩვენთან საკომუნიკაციოდ ისეთივე მარტივი, საინტერესო და განსხვავებული ფორმა რომ შეარჩია, როგორიც თავად ნამუშევრებია:

ამოცანა/გამოწვევა

დღეს, ტექნიკის ბაზარი საქართველოში საკმაოდ გაჯერებულია. მაღალი კონკურენციისა და მრავალფეროვანი საკომუნიკაციო კამპანიების პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იპოვო საკუთარი ნიშა, ავთენტური ენა და ლოიალური მომხმარებლების ბაზა შექმნა. 

ინსაითი

ჩვენ გაჯეტების ეპოქაში ვცხოვრობთ, მათი დახმარებით ვმუშაობთ, გადავაადგილდებით, ვვარჯიშობთ, საყვარელ მუსიკას ვუსმენთ, სახლს ვალაგებთ, საჭმელს ვამზადებთ, ვკითხულობთ, ხშირად, კბილებსაც კი მათი დახმარებით ვიხეხავთ.

გაჯეტები ყოველდღიურ ცხოვრებას იმდენად გვიმარტივებენ, იმდენად აშკარაა მათი ფუნქციური სარგებელი, რომ ხშირად, ადამიანებს საკუთარ დივაისებთან მჭიდრო ემოციური კავშირი აქვთ. ალბათ, ყველას გვყავს სამეგობროში, მინიმუმ ერთი, „ტელეფონზე ჩაციკლული“, „ლეპტოპზე შეყვარებული“ ან სკუტერზე „შემჯდარი“ ადამიანი.

კრეატიული გადაწყვეტა

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენს დივაისებზე ისე დაგვეწყო საუბარი, როგორც ცოცხალ არსებებზე. კამპანიის ფარგლებში, პოსტერების სერია შევქმენით, სადაც უტრირებული გარემოს ჩვენებით, პატარა „სასიყვარულო ისტორიებს“ მოვყევით.

ეს არის 7 ისტორია, რომელიც მარტივი, ხანდახან პროვოკაციული ენით გვიამბობს, როგორ უყვარდებათ ადამიანებს „შაომის“ დივაისები მას შემდეგ, რაც მათს ფუნქციურ შესაძლებლობებს „ახლოდან ეცნობიან“.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ტექსტები და მათი მოცულობა, რომელიც ციფრულ საზომში ნამდვილად არ „ეტევა“ და თითქოს „გაიძულებს“, რომ ეს ამბები ბოლომდე წაიკითხო.

(ავტ. შენიშვნ.: ამ ფორმატში წასაკითხად, დიდი ალბათობით, „მიზუმება“ დაგჭირდებათ, მაგრამ ღირს (!). 

 

Credits:

Agency : 4Media
Creative Direction : Nika Garsenishvili, Giorgi Mdivani
Copywriters : Nika Garsenishvili, Mari Rukhadze
Designer : Lika Akhvlediani
Account Manager : Shako Kharebashvili

ავტორი: თიკა გეგენავა

საჭესთან და გზაზე ყურადღებით! – ŠKODA-ს ახალი კამპანია

„პორშე ცენტრი თბილისის“ ყველა თანამშრომელი აცრილია