in

ერთი რეკლამა, განსხვავებული ემოციები — როგორ რეაგირებენ ადამიანები ვიდეორგოლებზე?

რეკლამას უდიდესი გავლენა აქვს საზოგადოების აღქმისა და მომხმარებელთა გადაწყვეტილებების ფორმირებაში. ამ გავლენას კი თან ახლავს ვალდებულება, ადამიანები პოტენციურად მავნე ან შეურაცხმყოფელი შინაარსისგან დაიცვან. „პასუხისმგებლობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული აზროვნება სარეკლამო პრაქტიკის განვითარების ძირითადი ბირთვია“, — აღნიშნავს Ad Standards-ის აღმასრულებელი დირექტორი, რიჩარდ ბინი.

სწორედ ამ იდეას უკავშირდება Omnicom Media Group-თან პარტნიორობით შექმნილი ვიდეორგოლიც, რომელშიც ძალიან მარტივად, მაგრამ ეფექტურადაა წარმოდგენილი ადამიანების სხვადასხვაგვარი განცდები. ნარატორის საუბრის საფუძველზე კი ადვილად ვხვდებით სიუჟეტის მთავარ არსს — თითოეული ჩვენგანი განსხვავებულად რეაგირებს რეკლამაზე, ზოგიერთს ეცინება, ზოგიერთს სევდიანი ემოციები ეუფლება, ზოგს კი — რაღაც ზიზღისმაგვარი.

„ეს ერთობლივი ძალისხმევა დასტურია ინდუსტრიის ვალდებულების დაცვაზე, შეიქმნას პასუხისმგებლიანი რეკლამები და მეტად მოვუფრთხილდეთ საზოგადოების განცდებს“, — ამბობს რიჩარდ ბინი.

ძველი მანქანები ბოლო თაობის მოდელების შესაქმნელად – Audi-ს პრაქტიკა

ყავის ნარჩენებს სამშენებლო მასალისთვის გამოიყენებენ