in

ერთი წერილი სანტას, ერთი წერილი მშობლებს ! – IKEA -ს გულისამაჩუყებელი ექსპერიმენტი !

შობა-ახალი წელი განსაკუთრებულად საყვარელი დღესასწაულია ბავშვებისთვის. ისინი ბევრ სასწაულს და საჩუქრებს ელიან სანტასგან. ბავშვების ფანტაზია უსაზღვროა, სანტას თხოვენ ლურჯ თმებს, ისეთს როგორიც მალვინას აქვს, პიანინოს, შოკოლადებსა და ათასგვარ მატერიალურ ნივთს. თუმცა, საინტერესოა, ნამდვილად ყველაზე მეტად უნდათ ეს ნივთები ბავშვებს ?

ესპანეთის აიკეამ ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც 10 ოჯახი მონაწილეობს, ბავშვების ასაკი კი 4-9 წლამდე მერყეობს. ბავშვებს თხოვენ დაწერონ წერილი სანტასთვის და სთხოვონ მათ საშობაო საჩუქარი. ბავშვები ითხოვენ გიტარას, პიანინოს, მარტორქას …  ბავშვებს ისევ სთხოვენ, დაწერონ სხვა წერილი, ამჯერად უკვე მშობლებისთვის.. თითქმის ყველა ბავშვის თხოვნა ერთნაირია, ყველა ითხოვს მშობლისგან მასთან გატარებულ მეტ დროს, მეტ ყურადღებას, ზღაპრის მოყოლას, ღიტინსაც კი…

ბავშვებს მესამე, ძალიან რთული კითხვას უსვამენ… მათ უნდა აარჩიონ წერილის მხოლოდ ერთი ადრესატი !

რეჟისორის თქმით, ვიდეო რგოლში არაფერია დადგმული ან დაწერილი, ყველაფერი ნამდვილია !

ვიდეო ექსპერიმენტი “სხვა წერილი”-ს ავტორი სააგენტო  McCann -ია (ესპანეთის ოფისი).

2014 წლის საუკეთესო და ყველაზე მასშტაბური ქართული აუთდორ კამპანია! [Making

ნოვა ტექნოლოჯისა და ვითიბი ბანკის ერთობლივი ბარათი- PayCard !