in

ერთი ზურგჩანთა ნამდვილ სუპერგმირობამდე – Walmart-ის კამპანია მათთვის, ვინც სასკოლოდ ემზადება

Walmart-მა თავისი ძალიან სწრაფი და კომპაქტური მომსახურებების რეკლამირებისთვის ახალი სარეკლამო კამპანია შექმნა, რის მომზადებაშიც მას სააგენტო Saatchi & Saatchi დაეხმარა. რგოლი, რომელიც ბრენდმა სულ ცოტა ხნის წინ გამოუშვა, კომიქსების ცნობილ პერსონაჟ ბეტმენზე შეყვარებულ პატარა ბიჭზეა, რომელსაც თავისი გმირის გამოსახულებიანი ყველა ნივთი აქვს, გარდა სასკოლო ჩანთისა. როგორც კი მამა ამ მცირე დეტალს შენიშნავს, მაშინვე შვილის გახარებას გადაწყვეტს და მისთვის სპეციალურ ზურგჩანთას შეუკვეთავს, რომელიც ბავშვის სრულ აღჭურვილობას შეავსებს და თავს ნამდვილ ბეტმენად აგრძნობინებს. ბრენდმა სარეკლამო კამპანია სპეციალურად სკოლის წინა პერიოდისთვის შექმნა, ამ დროს ბავშვებს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ მომზადება და სწავლის პროცესთან უფრო მეტი შემართებით, ნამდვილი გმირებივით დაბრუნება.

BOG

 

https://www.youtube.com/watch?v=Wd2T2gi5Qiw

საღეჭი რეზინი ფრენის დროს ყურების დაგუბების საწინააღმდეგოდ – Air France-ის სასარგებლო პროდუქტი

ეთამაშე ზაზა ფაჩულიას სთრითბოლი! – გამოწვევა გალფისგან! #PlayWithZaza