in

„ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ – ნახეთ ACAG-ის სააგენტოების პრინტ ნამუშევრები ამ თემაზე

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ACAG-ის პრინტ კონკურსის შედეგები ცნობილია. ამჯერად, პრინტ კონკურსის თემა იყო „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“. კონკურსი ACAG-მა საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNA Georgia)-სთან ერთად ჩაატარა. მონაწილეების მიზანი იყო, შეექმნათ პრინტ ნამუშევრები, სადაც საქართველოს მრავალფეროვნებასა და ერთიანობას გაუსვამდნენ ხაზს და ამრიგად, ჩვენს ქვეყანას უკეთ გააცნობდნენ საქართველოს გაეროს ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციის სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ნამუშევრები უნდა ყოფილიყო საინფორმაციო ხასიათის, გამოეწვია ქვეყნის შესახებ დადებითი ემოციები, აესახა, თუ რამდენად მრავალფეროვანია საქართველო – მისი კულტურით,
ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებითა და სხვა ნიშნით.

კონკურსანტები ACAG-ის სააგენტოებმა შეაფასეს და გამარჯვებულებიც დაასახელეს. პოზიციები ასე გადანაწილდა:

UNA Georgia-ს რჩეული სააგენტო Windfor’s-ის ნამუშევარი გახდა.

შეგიძლიათ საკონკურსო ნამუშევრებიც დაათვალიეროთ:

14 წლის ბიჭმა მელანომის სამკურნალო საპონი შექმნა!

თავისუფლების მოყვარული ჩიტებით შთაგონებული კონცეფცია