in ,

ეს არ არის კომპლიმენტი, ეს ძალადობაა! – ვიდეორგოლი ქალბატონების მხარდასაჭერად

თქვენ ვერ შეძლებთ გააჩეროთ, გადაახვიოთ ან ხმა გამოურთოთ ამ ვიდეოს, თუ Maria da Penha Institute (IMP) – ის მახეში გაებით.

ეს ამაზრზენი, მაგრამ ეფექტური ვიდეორგოლი იმისთვის შეიქმნა, რომ ქალებზე ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა კაცებს საკუთარ თავზე გამოეცადათ.

მამაკაცების ნაწილის აზრით, მსგავსი საქციელი ქალებისთვის კომპლიმენტის თქმის ერთ-ერთი ფორმაა, ამიტომ საჭირო გახდა მათთვის იმის ახსნა, რომ ეს არათუ სასიამოვნო მოსასმენი, არამედ ძალადობის უკიდურესი ფორმა და საპირისპირო სქესის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვაა.

ბრაზილიური სააგენტო F.biz Brazil შეეცადა ვიდეო რაც შეიძლება ცუდი სანახავი ყოფილიყო და გამოუვიდათ კიდეც. რაც მთავარია, მისი გამორთვა, დაპაუზება ან ხმის ჩაწევა შეუძლებელია, რადგანაც ქუჩაში მიმავალ ქალებს ამის საშუალება არ აქვთ. მათ უწევთ სიტყვიერი ძალადობის იქამდე ატანა მანამ, სანამ ეს კაცებს სურთ.

 

 

“Shut Abuse Up” კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეო იმ საიტებზე განთავსდა, რომლის ძირითად აუდიტორიასაც კაცები წარმოადგენენ, ეკრანიდან მოსაუბრე მოძალადე მამაკაციც სწორედ მათზე იძალადებს.

პარასპრინტერი, რომელმაც კიდურები დაკარგა, მატარებელს უსწრებს – კიდევ ერთი პარასპორტსმენის ისტორია BP-სგან

როგორ მოხვდა ქიმწმენდაში მისული დიასახლისი საკუთარ სახლში?! – Electrolux-ის ხუმრობა