in

“დატკბი ცხოვრებით ისე, რომ არაფერზე ინანო” – Dove–ის ჰაეროვანი ვიდეორგოლი

ძილის წინ მირთმეული შოკოლადის გემო, ედიტ პიაფი და დედის ლამაზი ლურჯი კაბა. Dove-მა თავისი უგემრიელესი შოკოლადისთვის ვიდეორგოლი  გამოუშვა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=3sFSelSVFlo

 

გაცილებით უკეთესია, როდესაც საწოლთან თაროზე გემრიელი შოკოლადის ცარიელ ქაღალდებს დატოვებ, ვიდერე განვლილი დღის დანაკლისის სინანულს. ვიდეორგოლი ერთი ჩვეულებრივი ქალბატონის განსაკუთრებულ ცხოვრებაზეა. ამბავი ჯერ კიდევ ბავშვობიდან და ზედმეტად გრძელი კაბიდან იწყება. კაბა ნელ–ნელა მოკლდება, გოგონა კი იზრდება, თუმცა, ცარიელი ქაღალდები საღამოობით არ ილევა. ეს ის ქალბატონია, რომელიც ყოველ და ყოველ შემდეგ დღეს ისე ატარებს, რომ საღამოს არაფერზე ნანობს, პირიქით, ისე ცხოვრობს, რომ  ძილის წინ სარკეში ჩახედვისას, ნაოჭების მიუხედავად, ყოველთვის ეღიმება.

ამ სასიამოვნო ვიდეორგოლს კიდევ უფრო ალამაზებს ლეგენდარული ედიტის სიმღერა. ტექსტიც როგორ უხდება, “დატკბი ცხოვრებით ისე, რომ არაფერზე ინანო”… მართალია, ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ რამეზე ინანო. ამიტომ ყოველი წამითა და ყველა მომენტით მაქსიმალურად უნდა დატკბე. თუ აქამდე არ გიცდიათ ძილის წინ გემრიელი შოკოლადის მირთმევა, ახლა ცადეთ Dove–ის ბედნიერების რეცეპტი.

“შენ რას შექმნი?!” – ავსტრალიის შეიარაღებული ძალების სამოტივაციო ვიდეორგოლი

ჩემპიონები ოლიმპიადის შემდეგ – Nike-ს სამოტივაციო ვიდეორგოლი