19
May
2016

ეს დღე ჩვენია! – შესანიშნავი ვიდეო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელს ეძღვნება!

19 May 2016

Elit Electronics


მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ყველაფერს რაც ჩვენ ქვეყანაში გვიყვარს და გვეამაყება, რაც გამოგვარჩევს და გვაერთიანებს, იმას რაც ჩვენთვის საქართველოა! ნახეთ  JWT Metro-ს ახალი ვიდეო, რომელიც საქართველოს დამოუკუდებლობის დღეს მიეძღვნა!

 

მარკეტერი JWT Metro-ს კრეატივ დირექტორს, ეკა ყიფიანს ესაუბრა

“როდესაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაგვაცნო 26 მაისის ახლებური ხედვა და გაგვიზიარა პროექტის მთავარი იდეა „ეს დღე ჩვენია“, გაგვიჩნდა სურვილი, ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ ეს დღე მხოლოდ მორიგი უქმე თარიღი არ არის კალენდარში.

სინამდვილეში, 26 მაისი თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას აღნიშნავს, ეს არის დღე, რომელიც ყოველწლიურად გვახსენებს, რომ უნდა დავაფასოთ, მოვუაროთ და განვავითაროთ ყველაფერი რაც გვიყვარს და გვეამაყება, რაც გამოგვარჩევს თუ გვაერთიანებს. ჩვენ გვჩვევია, ჩვენი ქვეყნის კრიტიკული თვალით შეფასება, თუმცა, ხანდახან, საჭიროა უბრალოდ ვიამაყოთ ერთმანეთის წარმატებით და, რაც მთავარია, ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი, რადგანაც ეს დღე ჩვენია.

განხილვა