ზაფხულის მცხუნვარე მზე, რუჯი და ქალაქგარეთ მოგზაურობა ენერგიის განახლებაში გვეხმარება და სასიამოვნო სიახლეებისთვის გვამზადებს. ამისათვის, ბაზარი ორბელიანზე ზაფხულის განწყობას განსაკუთრებულად აღნიშნავს. ზაფხული ხომ დროა, როდესაც ზამთრის დანაკლისს ახალი თავგადასავლებით ვინაზღაურებთ. მოლოდინი ყველას განსხვავებული და ინდივიდუალური გვაქვს – ზოგი მოგზაურობას ვესწრაფვით, ზოგი – სანაპიროზე ნებივრობას ან მთებში ხეტიალს. ბაზარში დაგხვდებათ ის საზაფხულო განწყობა, რომელსაც თბილისის ცხელ დღეებში ასე გამალებით ვეძებთ. თუკი ზაფხულის განწყობის საძებნელად ბაზარი ორბელიანს ეწვევით, გამაგრილებელი სასმელების მრავალფეროვნებას აღმოაჩენთ – ცოცხალი ხილის ფრეში, ცივი ყავა, შუშხუნა ლიმონათები და რა თქმა უნდა, ფერად-ფერადი კოქტეილები. ბაზარი ტერასა, თბილისის ხედებითა და გრილი სიოთი კი სამეგობროს ხშირი შეკრების ახალ ადგილად შეიძლება გექცეთ. ყოველი მათგანი საზაფხულო თავგადასავლის შთაგონებით შეიქმნა, მთავარი გზავნილით – „ეს ის ზაფხულია“.
კამპანიის იდეაზე ბაზარი ორბელიანის სოციალური მედიის მენეჯერი ქეთო ვახტანგიშვილი გვიყვება:
„ჩვენი მთავარი მიზანი საზაფხულო განწყობის შექმნა იყო, რაც ვიზუალურ მხარესთან ერთად ჩვენს მიერ შექმნილი სიტყვებით გავამრავალფეროვნეთ. გამოვიგონეთ არარსებული ფერები, რომელიც ჩვენს ზაფხულთან ასოცირდებოდა. ასე შეიქმნა დაისისფერი კოქტეილი, პალმისფერი ლიმონათი ან თუნდაც კარამელისფერი ცივი ყავა… ბოლოს კი, მივიღეთ ის ზაფხული, რომელსაც თითოეული ადამიანი ნატრობს, რომელიც დახუნძლულია თავგადასავლებითა და საზაფხულო ისტორიებით.
ყინულის ფოტოების გარდა, შევქმენით ვიდეოები, სადაც გავაცოცხლეთ ის ცივი სასმელები, რომელსაც საზაფხულო ფერები, ცივი გემო და ისევ და ისევ საზაფხულო განწყობას გვიძლიერებს.
ჩვენს სტუმრებს ვპირდებით, რომ აპეროლის შუშხუნა ყლუპში ტოსკანის დაისისფერ მზეს იპოვიან, ბაზარში ის ზაფხული დახვდებათ, თავს სანაპიროზე რომ აგრძნობინებს, სადაც საზამთროსფერი მართლა არსებობს. ეს ის განსაკუთრებული ზაფხულია, რომელსაც ამდენ ხანს ელოდი.“
კამპანიის იდეის ვიზუალურ გადაწყვეტამდე მისვლის ეტაპებზე ბაზარი ორბელიანის არტ დირექტორი, ელენე აფციაური საუბრობს:
„კამპანიის მთავარი მიზანი იყო ერთად გვედღესასწაულა ისეთი ზაფხულის მოსვლა, რომელიც გასულ წელთან შედარებით უფრო ცოცხალი და მრავალფეროვანი იქნებოდა. ფიქრის პროცესში მივხვდით, რომ ამ ცხელ სეზონზე ყველას ჩვენ-ჩვენი მოლოდინი გვქონდა და ეს მოლოდინები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ამიტომ შევჯერდით იმ აზრზე, რომ მთავარი გზავნილით „ეს ის ზაფხულია“, ყველას საკუთარი ზაფხული წარმოედგინა. შენი განწყობის შესაქმნელად და გასაგრილებლად კი ბაზარი საუკეთესო ადგილია. მოგზაურობის დაგეგმვისას, საღამოს გართობისას ეს სივრცე მოგამარაგებს ცივ-ცივი სასმელის არჩევანითა და სიგრილით. ვიზუალზეც პირდაპირ გადმოვიტანეთ ჩვენი სათქმელი – ზაფხულის ესთეტიკა, უამრავ ყინულში მოვათავსეთ ის ცივი სასმელები რომელსაც აქ გემრიელად დააგემოვნებ“.
[R]