in

ეს კამერა ხმას მისი ვიბრაციების დანახვით ჩაიწერს

მუსიკის ჩაწერა ბევრად მარტივიც გახდება…

კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (CMU) ახალი ტექნოლოგიით მუსიკის ჩაწერას უფრო მაღალი ხარისხით შეძლებთ, იგი ხმებს ხედავს, შემდეგ კი მას იწერს კიდეც… ნაშრომში ოპტიკური მიკროფონების განვითარების ახალ გზაზეც საუბრობენ, რომელიც კამერის იაფ მოწყობილობას იყენებს იქ, სადაც ადრე მიკროფონის გარეშე ჩაწერისთვის უახლესი ტექნიკის გამოყენება იყო საჭირო.

როგორც წესი, ჩაწერისას მუსიკოსებს იზოლირებულ ოთახებში უშვებენ ან გარკვეული ინტერვალებით წერენ, რათა მიკროფონები ერთდროულად ყველა ინსტრუმენტს ვერ უმკლავდება. ბოლოს კი ხმის ინჟინერი ყველაფერს აერთიანებს. სწორედ ამიტომაა მათი ოთახები უამრავი ტექნიკით სავსე… თუმცა შედეგი ხშირად ბგერების კაკოფონიაა, ანუ ბგერების ცუდი შეხამება, რომელთაც ხარისხიც არ აქვს, რადგან მიკროფონი ჰაერში მოძრავ ტალღებს ვერ ასხვავებს. 

ახლა კი მეცნიერებმა ხარისხიანი მუსიკის ჩასაწერად უკეთესი გზა იპოვეს — ლაზერი კამერის ლინზაზეა მიმაგრებული და ინსტრუმენტისკენაა მიმართული, მაგალითად, თუ ვინმე ვიოლინოზე უკრავს, ის მისი სიმებისკენ იქნება მიმართული. ამასთან, მისი ვიბრაციებიც აღიქმება და გაანალიზდება, იგი წუთიერ მოძრაობებსაც ბგერად გარდაქმნის… 

წინა ოპტიკური მიკროფონები კი საკმაოდ ძვირიც იყო, რადგან მათ წამში 20000 ვიბრაციის დაჭერა სჭირდებოდა. ეს კამერები კი წამში 63-ს აფიქსირებს, რაც საგრძნობლად ნაკლებია. გენიალურობა კი იმაშია, რომ ერთი ძვირიანი კამერის მაგივრად, სამუშაო დატვირთვა ორ ჩვეულებრივ კამერაზე გადანაწილდება, ერთი გლობალური, მეორე კი მოძრავი გამოსახულების ჩამკეტით. შეგროვებული მონაცემები ალგორითმის საშუალებით გაიგზავნება, რომელიც ვიბრაციებს ერთმანეთის საპირისპიროდ აანალიზებს და მას წამში 63000-ჯერ კითხულობს, შესაბამისად, იგი ბევრად უფრო ზუსტიცაა.

ფიქრობენ, რომ ეს პერსპექტიული დასაწყისია, რომელსაც ფილმოგრაფიასა და მუსიკაში აუცილებლად ექნება მომავალი…

ვის მოსმენას შეძლებთ თბილისის 25-ე ჯაზ ფესტივალზე?

„წისქვილი ჯგუფის” ახალი რესტორანი, დღეიდან უკვე მცხეთაშიც გიმასპინძლებთ