in

ეს ქალის საქმეა! დაამსხვრიე სტერეოტიპები! – კალიფორნიელი ფოტოხელოვანის ნამუშევრები

ალბათ, გსმენიათ დამკვიდრებული ფრაზა “ეგ კაცის საქმეა”, რომელიც უკვე საკმაოდ დამღლელია. როგორც ჩანს, კალიფორნიელ ფოტოხელოვან კრის კრისმანსაც საკმაოდ მობეზრდა ამ მოსაზრების მოსმენა და გადაწყვიტა ისეთი ფოტოკრებული შეექმნა, რომლითაც არსებული სტერეოტიპების აბსურდულობას კიდევ ერთხელ გაუსვამდა ხაზს. ახალი იდეის ინსპირაციად ის ქალბატონები იქცნენ, რომლებიც ე.წ “მამაკაცების საქმეს” დიდი მონდომებით, შემართებით, სიამოვნებით და რაც მთავარია, წარმატებით ართმევენ თავს. კრისმა შექმნა არაჩვეულებრივი ფოტოები რეალური ისტორიებითა და მისაბაძი ადამიანებით. მეხანძრე, ფერმერი, მშენებელი, არქიტექტორი, – ეს მცირე ჩამონათვალია იმ სფეროებისა, რომლებშიც ქალბატონები ყოველდღიურად ამტკიცებენ საკუთარ შესაძლებლობებს. მართალია, ფოტოხელოვანის ობიექტივში, ამჯერად, ყველა მათგანი ვერ მოხვდა, მაგრამ ეს ნამუშევრები საკმარისი მოტივაციაა იმისთვის, რომ ქალბატონები, რომლებსაც აქამდე ფრაზა “ეს კაცის საქმეა” აბრკოლებდათ, ახლა თამამად ჩაერთონ საქმეში, რომლის კეთებაც ნამდვილად სურთ.
#1 ლეან ჯონსონი, სატვირთო ავტომობილის მძღოლი, შტატი ნევადა

BOG
BOG

#2 ჰეზერ მაროლდ თომასონი, ყასაბი, პენსილვანია

#3 ელისონ გოლდბლუმი, ფილადელფია

#4 მინდი გაბრიელი,  მეხანძრე, შტატი ოჰაიო

#5 კრისტინა ბურისი, ოპერაციების მენეჯერი, ხარშავს ლუდს, პენსილვანია  

#6 ბეთი ბევერლი, ფიტულების ოსტატი, ფილადელფია

#7 მირა ნაკაშიმა, დიზაინერი და ხის მჭრელი, პენსილვანია

#8 კრის ალვაზერი, გეოლოგი, შტატი ნევადა

#9 ჯუდი ბოუმანი, მშენებელი და ოპერაციების ხელმძღვანელი

#10 სეიდი სამუელსი, მეთევზე, შტატი მეინი

#11 ნენსი პოლი, ფერმერი, პენსილვანია

უნიკოდმა ქართული მთავრული 46 ასონიშანი დაამტკიცა – სრულყოფილი ინტეგრაცია ციფრულ სამყაროში

Skittles-ს რეკლამა, რომლის ყურების შემდეგაც მადა დაგეკარგებათ