SPOILER ALERT: სტატია შეიცავს „სპოილერს“. საქმე სანანებლად რომ არ გაგიხდეს, სჯობს, ბოლომდე „ჩასქროლო“ და ჯერ ზუმერის ახალი ვიდეორგოლი ნახო.
ის მომენტი ხომ გეცნობა, რაიმე ნივთს რომ შეიძენ და ცოტა ხანში მას სხვაგან უფრო დაბალ ფასად აღმოაჩენ? ალბათ, ასეთ დროს მთლიანად სინანული გიპყრობს და არ არის გამორიცხული, რომ ცრემლებადაც იღვრებოდე. არდადეგებიდან დაბრუნებული ზუმერის ახალი კამპანია კი სწორედ ამ თემას ეხმიანება.
„ზუმერული ფასების“ შემქმნელები გაგანია სასექტემბრო შეთავაზებების პერიოდში ტექნიკის ფასების ჯერ მათთან გადამოწმებისა და სინანულის ცრემლების თავიდან არიდებისკენ მოგვიწოდებენ.
ზუმერმა ტრადიციას არ უღალატა და სათქმელი ჩვეულად უჩვეულო გზით გადმოგვცა. ახალ ვიდეორგოლში ზუმერული ტექნიკით დატვირთულ მამა-შვილთან ერთად ვხვდებით ადამიანის სახეებად ქცეულ ღრუბლებს, რომელთა თვალებიდანაც ტექნიკის ფასების ზუმერში გადაუმოწმებლობისგან გამოწვეული ცრემლები ღვარღვარით ჩამოედინება. ეს რომ წვიმა არაა და სინანულის ცრემლებია, ამას ლელა წურწუმიას ღრუბლის ფორმის ტუჩები და მისი ლეგენდარული ხალი სულ სიმღერ–სიმღერით ადასტურებს.

ყველაფერი ამით არ სრულდება. ცოტა ხნის წინ საქართველოში გაურკვეველი წარმომავლობის პროექტებში ინვესტირებების, „ფინანსური პირამიდებისა“ და, შესაბამისად, „ფულის უაზროდ ხარჯვის“ ბუმი რომ იყო, ხომ გახსოვთ? ზუმერს თვალთახედვიდან არც ეს თემა გამოპარვია და ერთგვარი პარალელი გაავლო ფასების ზუმერში გადაუმოწმებლობასთან. უშუალოდ რეკლამაში კი „ფინანსური პირამიდის“ ჩამოშლის პროცესი ვიზუალურად გააცოცხლა და მას ადგილი პორტატიულ ხელის მტვერსასრუტში მიუჩინა.
ეთო მერებაშვილი (ზუმერის მარკეტინგის დირექტორი): ტრადიციულად, წელსაც დიდი გამოწვევის წინაშე ვიდექით, შეგვექმნა ისეთი გაყიდვებზე ორიენტირებული კამპანია, რომელიც გახდებოდა ვირუსული და მესიჯიც მაქსიმალურად ადვილად აღსაქმელი იქნებოდა.
ბრენდის დაფუძნებიდან მოყოლებული, ჩვენი ყოველი ქმედება ემსახურება მიზანს, დავეხმაროთ თითოეულ მომხმარებელს საკუთარი დროის ეფექტურად განკარგვაში. დროისა და მატერიალური რესურსების სწორად გამოყენება განვითარების წინაპირობაა. ზუმერთან ერთად ცვალებადი ტექნოლოგიური გარემოსთვის ფეხის აწყობა მარტივია.

სექტემბერი ადამიანების წარმოსახვაში განახლების პერიოდია. ადრე თუ სკოლაში მისასვლელად საკანცელარიო ნივთებს ვიმარაგებდით, დღეს ციფრულ გაჯეტებს ვარჩევთ. სმარტფონები, ლეპტოპები და პლანშეტები აუცილებელ სასწავლო ატრიბუტებად იქცა, თინეიჯერების საყვარელი ფერად-ფერადი ყურსასმენები და სხვა აქსესუარები კი, მოსწავლეების ლუქის ნაწილად.
სად იყიდი ყველა ამ გაჯეტს საუკეთესო ფასად თუ არა ზუმერში? მომხმარებელი დიდი ხანია მიეჩვია, რომ ზუმერულ ფასებს ბაზარზე ალტერნატივა არ აქვს, თუმცა ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, შეგვეხსენებინა — სინანულის ცრემლები რომ არ დაღვარონ, ტექნიკის შეძენამდე ფასები ჯერ ზუმერში უნდა გადაამოწმონ.
რაც შეეხება კამპანიისა და ვიდეორგოლის შემქმნელებს, მასზე ზუმერთან ერთად კვლავ კრეატიულმა სააგენტო ლივინგსტონმა იმუშავა.

ლაშა დ. კოტორი (კრეატივ დირექტორი):
ფულის უაზროდ ხარჯვა არ შეიძლება!
არც სიტყვების!
ამიტომ, ზუმერთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ამა წლის სექტემბერში ქართველი ერისთვის ისევ შეგვეხსენებინა ყველასათვის უზენაესი წესი: „საქმე სანანებლად რომ არ გაგიხდეს, ტექნიკის შეძენამდე ფასები ჯერ ზუმერში უნდა გადაამოწმო!“
ამ დიადი მიზნის ქვეშ გავერთიანდით, შევიმუშავეთ ცამდე მართალი სტრატეგია, რომ ზურგს უკან ლაპარაკს პირში თქმა სჯობს და რეკლამაშივე ვამხილეთ ადამიანები!
ამიერიდან!
ეს წვიმა არ არის — ეს სინანულის ცრემლებია!
ფინანსურ პირამიდებს საძირკველშივე საძირკველს ვუნგრევთ!
რაც სკოლაში არ ისწავლება, იმაზე გიყვებით!
გადაამოწმეთ, ხალხო!
პ.ს. ისე, საქმე სანანებლად რომ არ გაგვხდომოდა და საკუთარი თავისთვის წელსაც გვეჯობნა, ზამთრის დასრულებისთანავე დავიწყეთ დიდი სამზადისი, გენიალური ადამიანები შემოვიკრიბეთ და ახლა მხოლოდ სიხარულის ცრემლები თუ გვადგება!
მოკლედ, ასეა თუ ისე, ამიერიდან ნამდვილად ძნელი იქნება იმის გარჩევა, გარეთ წვიმს თუ ეს უბრალოდ იმ ადამიანების ცრემლებია, რომელთაც ტექნიკის ყიდვამდე ფასები ჯერ ზუმერში არ გადაამოწმეს…
შენ კი ნახე ზუმერის ახალი ვიდეორგოლი და ამიერიდან სულ გადაამოწმე, რას ელოდები?
CREDITS:
Client: zoommer • ზუმერი
CMO: Eto Merebashvili
Head of Digital Marketing: Nina Nadaraia
Project Manager: Mary Rtveladze
Senior Designer: Tata Saury
Agency: Leavingstone
Creative Chairman: Levan Lepsveridze
Chief Creative Officer: Anze Jereb
Creative Director: Lasha D. Kotori
Copywriter: George Abuladze
Art Director: Magda Janjalashvili
Head of Design: Matassi Sulakauri
Sr. Designer: Tekla Baramashvili
Designer: Eka Vekua
Illustrator: Baiko Pirtskhalaishvili
Account Directors: Zizi Nasrashvili, Ekaterine Ebanoidze
Sr. Account Manager: Salome Martiashvili
Strategist: Gvantsa Datuashvili
Agency Producer: Tamta Navrozashvili
Administrative Team: Erekle Zurmukhtashvili, Natia Demetradze, Nana Tushishvili, Pikria Javashvili
Production Company: Enkeny Films
Executive Producer: Bacho Meburishvili
Line Producer: Sophio Bendiashvili
Production Managers: Sophio Orjonikidze, Keta Lomsadze, Beqa Kirtava
Production Assistant: Tekla Basishvili
Production Secretary: Mariam Khidirbegishvili
Production Accountant: Lela Altunashvili
Production Lawyer: Nanuka Chkuaseli
Director: Dima Chkheidze
Assistant Director: Maia Imedashvili
Director of Photography: Vigen Vartanov
Camera Assistants: Nino Tsabadze, Giorgi Karbelashvili
Playback Operator: Koba Pirtskhalava
Gaffer: Shota Khijakadze
Light & Grip: Daivit Khuntsaria, Giorgi Chubinidze, Archil Samkharadze, Roma Buzuevi, Iuri Poghosov, Zura Tsuleiskiri
Generator Operator: Leri Kapanadze
Drone Operators: Arsen Kurdgelashvili, Andrei Barbadze
SFX: Soso Gvasalia, Rostom Giorgadze, Dato Gvasalia, Giorgi Giorgadze, Sergo Bregvadze, Sandro Gvasalia
Production Sound Mixer: Giorgi Gogoladze
Production Designer: Sopo Bazgadze
Assistant Production Designer: Shota Bagalishvili
Costume Designer: Tinatin Shengelia
Assistant Costume Designer: Nino Zvanbaia
Make-up Artist: Nino Dashniani
Casting Manager: Misha Apkhazava
Assistant Casting Manager: Sopo Qobachishvili
Location Team: Giorgi Mikautadze, Giga Tsiskadze, Armen Khachaturian, Giorgi Imnadze, Zuka Magradze, Lasha Chigvinadze
Drivers: Kakha Gugushvili, Koba Mgebrishvili
Editor: Dima Chkheidze
Visual Effects: Highway VFX
Colorist: Pavel Marko, UPP
Music: Misho Eliava, Tato Rusia
Sound Design: Paata Godziashvili
Voiceover Artist: Gio Kvlividze
[პარტნიორის კონტენტი]














