ავტომობილის მართვისას სმარტფონის გამოყენება ან სხვა ფაქტორებით ყურადღების გაფანტვა ის საკმაოდ მძიმე და სამწუხაროდ გავრცელებული პრობლემაა, რომლის წინააღმდეგაც რეგულარულად იქმნება სარეკლამო აქტივობები. თუმცა, არანაკლებ რთული საკითხია ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა, რასაც კიდევ უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია. ამჯერად, სწორედ ამ პრობლემის ირგვლივ შეიქმნა ორგანიზაცია Santa Casa-ს ახალი სარეკლამო პრინტ კამპანია, რომელიც მისთვის სააგენტო Y&R-მა შექმნა.

















