მერკურის ზედაპირიდან 295 კილომეტრის მანძილზე ESA-ს BepiColombo-ს ზონდმა პლანეტის საოცარი, ყველაზე ახლო ხედის ფოტოები გადაიღო. ასე არსებულ ჩრდილებსაც ჰფენს ნათელს და კრატერებსაც, რომლებშიც იგია მოქცეული. ფიქრობენ, რომ ამ ჩრდილში ყინულის ფენაა მოთავსებული, რაც, თავის მხრივ, მერკურის წარსულისა და, პოტენციურად, მისი მომავლის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებაში დაგვეხმარება.
BepiColombo 2018 წლის ოქტომბერში ჩაუშვეს და მიზნად ისახავს მონაცემების შეგროვებას მერკურის მაგნეტიზმის, ეგზოსფეროსა და ზედაპირის მახასიათებლების შესახებ. თუმცა მისიის მთავარი ფაზა, შესაძლოა, აქედან მხოლოდ ორ წელში, 2027 წელს დაიწყოს… მიუხედავად ამისა, ექვსივე ფრენამ ფასდაუდებელი ინფორმაციები მოგვაწოდა იმ პლანეტის შესახებ, რომელიც დღეს იდუმალებითაა მოცული.
მერკური ჩვენს მთვარეზე ცოტათი დიდია და მზის ირგვლივ საშუალოდ 58 მილიონი კილომეტრის მანძილზე ბრუნავს. ატმოსფერო რადიაციითა და ეროზიული ქარებით აქვს გაჟღენთილი. შუადღისას ტემპერატურა 430 გრადუსს აღწევს, ხოლო გამთენიისას -180 გრადუსამდე ჩამოდის. ზედაპირის ქვეშ კი ის საიდუმლოებებია, რომლებზეც დღეს მხოლოდ ვარაუდებით შეგვიძლია, საუბარი.
მიღებული სურათებიდან ერთ-ერთი Nathair Facula-ს აღბეჭდავს — მერკურის დიდი ვულკანური აფეთქებების ნიშნებს მოიცავს, რომლებიც მის ცენტრში კვლავ გვხვდება 40 კილომეტრის მანძილზე. აქვეა Fonteyn-ის კრატერი, შედარებით ახალგაზრდა, რომელიც სადღაც 300 მილიონი წლის წინ უნდა ჩამოყალიბებულიყო და Rustaveli, რომელსაც ეს სახელი 2012 წელს დაარქვეს.
მიღებული სურათებიდან არცერთი უნდა იყოს 480 კილომეტრზე შორს პლანეტის ზედაპირიდან, რითაც ისინი მერკურის ყველაზე ახლო ვიზუალებად გვევლინება. მომავალში კი საიდუმლოებების გამჟღავნებას ელიან, რადგან BepiColombo მუშაობას აგრძელებს.