in

ESA-მ იუპიტერის ყინულოვანი მთვარეების გამოსაკვლევი მისია დაიწყო — ისტორიული მოვლენა

კითხვა, აღმოვაჩენთ თუ არა სიცოცხლისთვის საჭირო გარემო პირობებს მზის სისტემის სხვა პლანეტებზე, ასტრონომთა მთავარ ამოცანად რჩება. ამჟამად სწორედ ამის გარკვევას ემსახურება ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მისია JUICE — იუპიტერის ყინულოვანი მთვარეების მკვლევარი.

M2
M2

ჩვენგან 600 მილიონი კილომეტრით დაშორებულ პლანეტამდე მისაღწევად, ESA-მ 13 ევროპული ქვეყანა შეკრიბა; ასევე, აშშ, იაპონია და ისრაელი. მისია, რომელზეც სააგენტო 11 წლის განმავლობაში მუშაობდა, 14 აპრილს დაიწყო, იუპიტერამდე კი 2031 წელს მივა. მის გასაშვებად რაკეტა Ariane 5 გამოიყენეს.

უფრო კონკრეტულად, რას ეხება მისია JUICE?

რეალურად, მისი მიზანია, ოთხ ძირითად კითხვაზე გაგვცეს პასუხი:

  • როგორ იქმნება პლანეტები და საფუძველი ეყრება სიცოცხლეს?
  • როგორ მუშაობს მზის სისტემა?
  • რას შეიძლება ვუწოდოთ ფიზიკის ფუნდამენტური კანონები?
  • როგორ გაჩნდა დღევანდელი სამყარო და რისგან შედგება ის?

მართალია, ამ დრომდე ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა და NASA-ს სხვადასხვა მისიამ გარკვეული ცნობები მოგვაწოდა, მაგრამ მაინც არ ყოფილა საკმარისი. მაგალითად, უკვე ვიცით, რომ იუპიტერის მთვარეებზე წყალია; ასევე, წყლის გეიზერების არსებოვაც დადასტურდა — თანაც, სავარაუდოდ, ეს წყალი იმ მარილებს შეიცავს, რომლებიც სიცოცხლისთვის საჭირო პირობებს უზრუნველყოფს.

აქვე აღსანიშნავია, რომ JUICE მისიის ხომალდი ოთხ პლანეტასა და მთვარეს გაივლის, რაც ტრაექტორიის შეცვლასა და აჩქარებას უზრუნველყოფს. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ რადიაციის მაღალი დონის გათვალისწინებით, ხომალდი შესაბამისი მასალებითაა აგებული, რათა მარტივად გაუმკლავდეს გარემოებებს — მათ შორის ექსტრემალურად მაღალ ტემპერატურას ვენერას თავზე გადაფრენისას (+250 °C) და -230 °C-ს, იუპიტერის სისტემამდე მისვლისას.

ხომალდს თან ახლავს სპექტრომეტრი MAJIS, რომელიც იუპიტერის მთვარეების ზედაპირის ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრაში დაეხმარება მეცნიერებს. ამასთანავე, შეისწავლის ყინულის საფარს და თხევად წყალს, რათა შემდგომი მისიებისას დაშვების ადგილი წინასწარ განისაზღვროს.

რატომ აგვიანებს ზოგიერთი ადამიანი ყოველთვის?

ჰომერ სიმფსონის ბოტასები რეალურ სამყაროში — R.E.T.R.O. Clothing-ის ახალი მოდელი