2026 წელს ევროპის კოსმოსური სააგენტო ახალ კოსმოსურ ტელესკოპს, PLAnetary Transits and Oscillations of stars-ს (PLATO) გაუშვებს — მისი მიზანი ეგზოპლანეტების აღმოჩენა იქნება და 245 000-ზე მეტ ვარსკვლავს გამოიკვლევს. როგორც ვარაუდობენ, მისიის ფარგლებში ათიათასობით პოტენციურად დასახლებული პლანეტის აღმოჩენაა შესაძლებელი.
„პირველ რიგში, გვჭირდებოდა პლანეტების სინთეზური პოპულაცია. ამისათვის პლანეტარული მოსახლეობის მოდელი ავიღეთ, რომელიც ძირითადად 1000 პროტოპლანეტარული დისკის სიმულაციას წარმოადგენს. რადგანაც მიღებული სისტემები საკმაოდ განსხვავდება იმისგან, რაც ამჟამად ვიცით ეგზოპლანეტების შესახებ, კეპლერის მონაცემების ინტეგრაციაც გადავწყვიტეთ. ასე შევქმენით ორი პლანეტის პოპულაცია, რათა შედარებისთვის გამოგვეყენებინა“, — განმარტავენ პროექტის ავტორები.
პლანეტების რაოდენობის შეფასება
შემდეგ მკვლევართა ჯგუფმა გამოიყენა გამოვლენის ეფექტურობის მოდელი, რომელიც PLATO-ს კამერებისა და სხვადასხვა ხმაურის წყაროების მუშაობას ითვალისწინებდა. სწორედ ასე შეიმუშავეს სისტემა, რომელსაც იმ პლანეტების რაოდენობის გამოვლენა შეუძლია, რომელთა დაფიქსირებაც რეალურ მოცემულობას შეესაბამება. ამჟამინდელი გამოთვლებით, PLATO-ს ათასობით ან ათიათასობით ეგზოპლანეტის აღმოჩენა შეუძლია — თანაც ამ პლანეტების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი რაოდენობა სავარაუდოდ დედამიწის მსგავსია.
საბოლოო ჯამში, ეს კვლევა მიზნად ისახავს, ნათელი მოჰფინოს დიდი ხნის კითხვებს და გაურკვევლობის ზღვარი გადალახოს იმის შესახებ, თუ რამდენად გავრცელებულია ეგზოპლანეტები. ასე მეცნიერები იმასაც შეისწავლიან, რამდენად მოიძებნება საცხოვრებლად შესაფერისი პლანეტები კოსმოსურ სივრცეში.