13
თებ
2018

#ესარარისჩემიარჩევანი – სტრიტარტ კამპანია ქუჩაში ბავშვთა ექსპლუატაციის შესაჩერებლად

13 თებ 2018

#ესარარისჩემიარჩევანი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ექსპლუატაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ის ინიციატივით ხორციელდება, იანვრიდან, აქტიურ ფაზაში შევიდა. კამპანია 2017 წლის მაისში დაიგეგმა და როგორც ცნობილია, 2 წელს გასტანს. „ჩვენი მიზანია, შევცვალოთ დამოკიდებულება ამ ბავშვების მიმართ, რადგან ქუჩაში ყოფნა მათი არჩევანი არაა. ქუჩის მხატვრობით შევეცდებით, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგახსენოთ მათი არსებობა და დაგაფიქროთ, რომ მათ ასეთი ცხოვრება არ აურჩევიათ“.

BOG PLUS

აღნიშნული ინიციატივით, საქართველოს ოფისი უერთდება World Vision-ის გლობალურ  კამპანიას  – „მსოფლიო ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ“, რომელშიც  100-მდე ქვეყანაა  გაერთიანებული. World Vision -ი ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხუთ კონტინენტზე, ასზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. იგი ბავშვებთან, ოჯახებსა და თემებთან ერთად მუშაობს სიღარიბისა და უსამართლობის დასაძლევად. ორგანიზაციის საქმიანობა ადამიანთა დახმარებაზე, განვითარებასა და ადვოკატირებაზეა ორიენტირებული.

განხილვა