25
May
2017

რეგისტრაცია დაწყებულია! თავისუფალი ბაზარი, ბიტკოინი და სხვა თემები ESFL-ის ბათუმის კონფერენციაზე

25 May 2017

27 მაისს პირველად ბათუმში გაიმართება European Students For Libertyს ბათუმის კონფერენცია, რომელსაც უმასპინძლებს კავკასიაში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ლიბერტარიანული ორგანიზაცია Georgian Students for Liberty.

ბათუმის კონფერენცია ESFL-ის მეოთხე კონფერენციაა საქართველოში. პირველი სამი კონფერენცია, რომელიც თბილისში ჩატარდა ყველაზე მასშტაბურ სტუდენტურ შეკრებებად ითვლება.

კონფერენციის ძირითადი ნაწილი დაეთმობა ისეთი კლასიკური ლიბერალური პრინციპების  განხილვას, როგორებიცაა: ინდივიდუალური თავისუფლება, სახელმწიფოს როლი თავისუფალ საზოგადოებაში, თავისუფალი ბაზარი, ბიტკოინი და კრიპტოვალუტის მომავალი და სხვ.

კონფერენციის სამუშაო ენა ინგლისურია.

კონფერენციაზე რეგისტრაცია უფასოა და შეუძლია ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შემდეგ ლინკზე.

კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან კითხვები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში.

მთელი დღის განმავლობაში საგანმანათლებლო მასალის, კვების და საღამოს წვეულების ხარჯებს კონფერენციის მხარდამჭერი ორგანიზაციები დაფარავენ.

კონფერენციის მხარდამჭერები:

European Students For Liberty

Friedrich Naumann Foundation For Freedom South Caucasus

ორგანიზატორი: Georgian Students For Liberty

განხილვა