საიუველირო ბრენდი Eshvi, რომელიც ორიგინალური და საინტერესო პროდუქციით გამოირჩევა, ახალ კოლექციას – Birthstone-ს გვთავაზობს. Birthstone 12 განსხვავებული ფერის მიხედვით და ამდენივე სხვადასხვა ქვითაა დამზადებული, რომლებიც აბრეშუმისებრ სამაჯურზეა აწყობილი. რიცხვი წელიწადის თვეებს გამოხატავს და საშუალებას გვაძლევს, სასურველი სამკაული არა მხოლოდ თვალის გემოვნებით, არამედ ჩვენი დაბადების თვის მიხედვით ავარჩიოთ და მასთან უფრო მეტი პერსონალური ბმა გვქონდეს, ვიდრე უბრალოდ სამკაულის ტარებაა.
თვეებს თავიანთი მნიშვნელობა აქვს და თითოეული მათგანი ინდივიდუალურ ენერგიას ატარებს. მაგალითად, იანვარი ახალი ენერგიის დამუხტვასთან ასოცირდება. მოწითალო და მობროწეულისფრო ფერები დამცავ ძალას ატარებს და თქვენი ჩაკრების გაცოცხლებაზე მუშაობს, იზიდავს სიყვარულს, ერთგულებასა და შთაგონებას.
თებერვლისთვის გამოყენებულია ამეთვისტო, რომელიც აღიარებულია, როგორც გამწმენდი, ძვირფასი ქვა. მისი იისფერი კი სიმშვიდესა და სიცხადეს განიჭებთ. ნეგატიური ენერგიისგან გათავისუფლების უნარს შეუძლია გააძლიეროს თქვენი აურის განწმენდის პროცესი.
მარტი მუდმივად ახალგაზრდობასა და სიხალისესთან ასოცირდება. მისი ქვაა აკვამარინი, რომლის ლურჯ-იისფერიც ძალასა და გამბედაობას გმატებთ. აკვამარინის ტარება აძლიერებს თქვენს ჭეშმარიტებასა და ახალგაზრდობას.
აპრილის კრისტალიც აურის განსაწმენდელია. ლურჯი ფერი სიმრავლისა და ხანგრძლივი სიყვარულის მატარებელია. აპრილის დაბადების ქვას შეუძლია თქვენს ცხოვრებაში მეტი გარკვეულობა და სიცხადე შემოიტანოს.
მაისის გამოძახილია „ატარე შენი იღბალი”. ზურმუხტი და ცისფერი იწვევს კეთილდღეობასა და სიმდიდრეს. მათ პოზიტიურ თვისებებს თქვენი სიყვარულითა და სიმშვიდით ავსება შეუძლია.
ივნისი, თავის ალექსანდრიტთან და მწვანე ფერთან ერთად, კრეატიულობის საწინდარია. ივნისის ფერსა და დაბადების ქვას შეუძლია გააღრმაოს თქვენი ინტუიცია და გააღვიძოს ფანტაზია.
ივლისი სიყვარულს იზიდავს. ლალი და მწვანე ფერი სიცოცხლისადმი ენერგიითა და ვნებით აგავსებთ. ივლისის ძვირფას ქვას შეუძლია თქვენი სიყვარულის, სიხარულის სტიმულირება და გონების პოზიტიური მდგომარეობის გაძლიერება.
აგვისტო საკუთარი თავის გამოსახატად შესანიშნავი თვეა. პერიდოტი და ყვითელი ფერი თვითგამოხატვის ძლიერ გრძნობას შეეფერება, ამიტომ აგვისტოს ძვირფასი ქვის ტარება დაგეხმარებათ ახალი ენერგიისა და თავდაჯერებულობის აღორძინებაში.
სექტემბერი გულწრფელობის თვეა. საფირონი და ყვითელი ფერი ერთგულებასა და ნდობას იზიდავს. სექტემბრის დაბადების ქვა გიცავს უარყოფითი ენერგიისგან.
ოქტომბერში შეგიძლიათ სიყვარულის ძალა შეიგრძნოთ. ვარდისფერი კვარცი, სიყვარულის ძვირფასი ქვა და ნარინჯისფერი ფერი მის მფლობელებს სასიყვარულო ენერგიას სთავაზობს.
ნოემბერი – ეს ჰარმონიულობაა. ტოპაზი და ნარინჯისფერი ძლიერ ურთიერთობებთან ასოცირდება. ძვირფასი ქვის შემაკავშირებელ ძალას შეუძლია გააძლიეროს თქვენი მეგობრობა, ჰარმონია და იმედი.
და ბოლოს, დეკემბერი – ეს თავგადასავლების თვეა. მონტანა და წითელი ფერი ასოცირდება ცნობისმოყვარეობასთან და მამაც ენერგიასთან. დეკემბრის დაბადების ქვას შეუძლია გააცოცხლოს თქვენი თავგადასავლების სულისკვეთება და მოგცეთ ენერგია ახალი მოგზაურობისთვის.
კოლექცია, რომელიც ბრენდმა თქვენთვის შექმნა, უკვე გაყიდვაშია და შეგიძლიათ პერსონალური თილისმა აღმოაჩინოთ!
[R]