in ,

“Eshvi” – ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამკაულების ბრენდი !

eshvi 3“ეშვის” მომხმარებელი ქალბატონი დარწმუნებულია საკუთარ თავში, იცის რა სურს და არ ეშინია ექსპერიმენტების” – სწორედ ამ სიტყვებს ამოიკითხავთ სამკაულების ბრენდის ვებ გვერდზე, რომელიც მსოფლიო მოდის ბაზარზე არსებობის ჯერ სულ რამდენიმე წელს ითვლის, თუმცა უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბრენდის შესახებ წერენ ისეთი წამყვანი მოდის ჟურნალები როგორებიცაა: VOGUE, ELLE, HARPERS BAZAAR, L’OFFICIEL და ასე შემდეგ. ბრენდის შემქმნელებმა, ნათია ჩხარტიშვილმა და თამარ სვანიძემ,  დიზაინის განხრით სწავლის დასრულების შემდეგ,  გადაწყვიტეს შეექმნათ სამკაულების ხაზი, რომელიც ყველა სამოსს განსაკუთრებულ ელფერს შესძენდა და განსხვავებულს გახდიდა. მარკეტერი “ეშვის” დამფუძნებელს ნათია ჩხარტიშვილს ესაუბრა.

M: “ეშვი” უკვე პოპულარული ბრენდია მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში, რამდენი წლის წინ გადადგით პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?

“ეშვის” დებიუტი 2012 წელს შედგა და მალევე მიიპყრო მოდის სამყაროს წარმომადგენელთა ყურადღება. ხოლო 2014 წლიდან ბრენდმა შექმნა ახალი ხაზი GISELE FOR ESHVI, რომელის მთავარი მიმართულება მხოლოდ ძვირფასი ლითონებისგან და ქვებისგან დამზადებული სამკაულებია. ამ პროექტის განხორციელება თავიდანვე გვქონდა დაგეგმილი, უბრალოდ ველოდით სწორ დროს და გამოცდილების შეძენას.

unspecified-4M: საიდან მოვიდა იდეა შეგექმნათ სწორედ სამკაულების ხაზი და არა თუნდაც, ტანსაცმლის დიზაინში გეცადათ თავი, როგორც ვიცით დიზაინის მიმართულებით გაქვთ განათლება მიღებული ლონდონში ? 

ტანსაცმლის ხაზის შემუშავებას წლები და ამ სფეროში დიდი გამოცდილება სჭირდება, ამიტომ საწყის ეტაპზე გადავწყვიტეთ სამკაულების ხაზით დაგვეწყო მუშაობა, ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო FINE JEWELLERY ხაზის შექმნა და დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებას წლების შემდეგ დიდი ისტორია ექნება.

აღსანიშნავია, რომ კოლექციების შექმნისას ძალიან დიდ როლს თამაშობს ჟიზელ განი – ჩვენი მთავარი დიზაინერი, უზარმაზარი გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც სტივენ ვებსტერის მთავარი დიზაინერი გახლდათ. მას ჩვენი ხედვა და იდეები სამკაულების ენაზე გადმოაქვს.

unspecified-7M: პირველი წარმატება თუ გახსოვთ ?

პირველ წარმატებად ალბათ ლონდონისა და პარიზის მოდის კვირეულებზე მოხვედრას დავასახელებდი, სადაც “ეშვი” უკვე ძალიან წარმატებული და მრავალწლიანი ისტორიის მქონე სხვადასხვა ბრენდის წარმომადგენელთა სიაში აღმოჩნდა.

M: რამდენად რთული იყო საწყისი ეტაპი, გქონდათ თუ არა იმედგაცრუება? რა აღმოჩნდა ყველაზე რთული ?

გულახდილად რომ გითხრათ, საწყისი ეტაპი ნამდვილად რთული იყო. ძალიან ბევრი მუშაობა დაგვჭირდა სასურველი შედეგის მინიმუმის მისაღწევად. პირველ კოლექციაზე მუშაობას 8 თვე დასჭირდა. ყველაზე რთული ,რასაკვირველია, ცნობადობისა და სანდოობის მიღწევა იყო მაღალი კონკურენციის პირობებში. ჩემთვის ხარისხი წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. მახსოვს, როცა პირველ კოლექციაზე ვმუშაობდით, პირველი სეზონი გამოვტოვეთ, მიუხედავად იმისა, რომ 70 % კოლექციის დასრულებული იყო, მაგრამ ჩემთვის დარჩენილ 30%-ს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაიერმა ნახოს სრული კოლექცია.

unspecified-5M: დღეს, როდესაც “ეშვი” უკვე მსოფლიოში პოპულარული ბრენდია, გიწევთ დიდი კონკურენციის პირობებში მუშაობა, ახლა რა სირთულეებს ხვდებით ?

მიღწეული წარმატება ნამდვილად სასიამოვნოა, თუმცა კიდევ დიდი გზა არის სასურველი შედეგის მისაღწევად. რაც უფრო მაღალია კონკურენცია, მით უფრო ბევრი მუშაობა და ახალი ამოცანების დასახვაა საჭირო, რათა ბრენდმა გააგრძელოს წარმატებული დასაწყისი.

M: როგორ ფიქრობთ, ასეთი კონკურენციის პირობებში რატომ ირჩევენ თქვენი მომხმარებლები “ეშვს” ?

დიზაინი, ფასი, ხარისხი, მომსახურება, შეფუთვა – ეს კომპონენტები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სტაბილური სახელი გქონდეს ბაზარზე.

unspecified-2M: გყავთ თუ არა მუდმივი კლიენტები ?

ჩვენი მთავარი მიზანი ჩვენს მომხმარებელზე ზრუნვა და მათი მუდმივ მომხმარებელთა სიაში ჩაწერაა. ამ წლების მანძილზე მოვახერხეთ არაერთი მუდმივი და ერთგული მომხმარებლის შეძენა, რითიც ნამვილად ვამაყობთ.

M: ამ წლების მანძილზე, რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი წარმატება ?

ყველაზე დიდ წარმატებად მივიჩნევთ იმ მაღაზიებს, სადაც ეშვი იყიდება. მათი სტატუსი ჩვენი სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ მინდა რომ “ეშვი” იყიდებოდეს ყველგან,  მას აქვს კონკრეტული ნიშა და ყავს კონკრეტული მომხმარებელი, რომელიც გამოირჩევა თავისი ინდივიდუალური სტილით .

unspecified-1M: მუშაობის პრინციპი როგორი გაქვთ, წელიწადის განმავლობაში რამდენ კოლექციას სთავაზობთ მომხმარებლებს ?

ყოველწლიურად მომახმარებელის ვთავაზობთ ორ სეზონურ კოლექციას : გაზაფხული/ზაფხული და შემოდგომა/ზამთარი. უკვე ვმუშაობთ 2017 წლის კოლექციაზე.

M: სად იყიდება “ეშვის” პროდუქცია?

პირველ რიგში სრული კოლექცია შესაძლებელია რომ ნახოს მომხმარებელმა ჩვენს ვებ გვერდზე www.eshvi.co.uk ჩვენ ვახორციელებთ გზავნილებს მსოფლიოს ყველა მიმართულებით. საქართველოში “ეშვის” კოლექციების შეძენა ონლაინ მაღაზიაში More is Love და Nduoconcept- ზე შეიძლება. ასევე შესაძლებელია “ეშვის”-ის სამკაულების შეძენა Farfetch-ზე, რომელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ონლაინ მაღაზიაა. აღსანიშნავია, რომ “ეშვი” არის ერთ-ერთი პირველი ბრენდი, რომელმაც ამ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი, როგორც მოგეხსენებათ Farfetch მხოლოდ მაღაზიებთან თანაშრომლობს და არა ინდივიდუალურ ბრენდებთან,ამის მისაღწევად დაახლოებით 1 წელი დამჭირდა,რომ დამერწმუნებინა ჩვენი სერვისი იქნებოდა ისეთივე მაღალი სტანდარტის, როგორიც მსოფლიო დონის მაღაზიებს აქვთ, მიხარია რომ ეს შევძელით.

M: როგორი საფასო კატეგორია გაქვთ, ვისთვის არის “ეშვი” ?

ფასს რაც შეეხება, სამკაულების ღირებულება 150-დან 300 ფუნტამდე მერყეობს.

unspecifiedM: როგორც ვიცი, სამკაულების გარდა, გაქვთ სხვადასხვა აქსესუარების ხაზებიც, თუ შეიძლება ამის შესახებაც გვიამბეთ

დაარსებიდან მალევე დავიწყეთ მუშაობა აქსესუარების ხაზის მიმართულებით და ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზეთ ქუდებისა და ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი. ეს კომპანიის 10-12 %-ია.

M: გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები ? 

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება აქტიურად ვმუშაობთ Eshvi and Gisele for Eshvi კოლექციის კონცეფციაზე და ვემზადებით შემდეგი სეზონის მოდის კვირეულებისთვის.

Canta



ლეგენდარული მწვრთნელის დედისადმი მიძღვნილმა სიტყვამ Teleflora-ს რეკლამის იდეა შთააგონა

Integral – ახალი ბრენდი ქართული მოდის ინდუსტრიაში