in

„დედა რომ გახდა, მაშინ მიხვდა…“ და ბავშვის ტანსაცმლის ბრენდი, Eshvi Kids-იც დაიბადა

გსმენიათ დედების ფრაზა: „დედა რომ გახდები, მერე მიხვდები“? – და გიფიქრიათ, რას შეიძლება გულისხმობდნენ ამ დროს? იქნებ, კონტექსტს გააჩნია? – დიახ. ამ კითხვის არაერთი ლოგიკური პასუხი არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი სწორი პასუხი კი, უკვე 1 წლის Eshvi Kids-ია, საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი, ხელნაკეთი დეტალებით.

BOG
BOG

ეშვი ქიდსის“ შექმნის იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც დედა გავხდი და პირადად მომიწია საბავშვო ნაწარმთან შეხება. სწორედ ამ დროს მივხვდი, რა არის ჩემთვის, როგორც დედისთვის მთავარი ამ პროცესში – რა თქმა უნდა, საუკეთესო ხარისხი. ქსოვილი, რომელიც ბავშვის სხეულს ეხება, აუცილებელია, ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი იყოს. ამიტომაც გადავწყვიტე, „ეშვი ქიდსი“ შემექმნა, რომლის ინსპირაციის წყაროც ჩემი შვილები გახდნენ, – თათუნა სვანიძე.

თათუნა სვანიძე, ნათია ჩხარტიშვილთან ერთად, ამავე სახელწოდების სამკაულების ბრენდის “ESHVI“ დამფუძნებელია. კომპანია 2012 წელს, ლონდონში შეიქმნა და დღემდე, მსოფლიოს მასშტაბით იყიდება.

რაც შეეხება Eshvi Kids-ს, როგორც თათუნა მარკეტერთან საუბრისას აღნიშნავს, ის პრემიუმ ხარისხის პირველი ქართული ბრენდია, რომელიც ლონდონში დაფუძნებულ საერთაშორისო ონლაინ მაღაზია farfetch.com-ზე იყიდება… ამჯერად, სწორედ Eshvi Kids-ის შესახებ ვესაუბრეთ მის დამფუძნებელს:

M: თათუნა, მოგვიყევით, ვინ, სად და როგორ ქმნის Eshvi Kids-ის სამოსს?
„ეშვი ქიდსის“ შექმნაში მონაწილეობას მთელი გუნდი ვიღებთ. გუნდში კი, მხოლოდ სამნი ვართ. დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი მე ვარ. ესკიზების შექმნის შემდეგ, თითოეული მოდელი ხელით იქმნება, საქართველოში და სწორედ ამიტომ, „ეშვი ქიდსი“ მასიური პროდუქტი არ არის.

M: უშუალოდ, რა ასაკის ბავშვებზე ხართ ორიენტირებულები?
ჩვენი ბრენდი, ჯერჯერობით, განსაზღვრულია 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის გოგოებისა და ბიჭებისთვის. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ „ეშვი ქიდსი“ არის უნისექსი და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს კოლექციებშიც იგრძნობა.

M: რატომ გადაწყვიტეთ, რომ უნისექსი პროდუქცია გეწარმოებინათ?
არ მომწონს, როდესაც ბავშვის ტანსაცმელი ფერებისა და მოდელების მიხედვით იყოფა. გარდა ამისა, უნისექს მიმართულება მოდის ინდუსტრიაშიც იკიდებს ნელ-ნელა ფეხს. სამოსი თუ ლამაზია, დიდი წარმატებით შეიძლება მოიხდინოს გოგომაც და ბიჭმაც, მით უმეტეს, ასეთ ადრეულ ასაკში.

M: სად და როგორ რეალიზდება პროდუქტი?
„ეშვი ქიდსის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ: www.eshvi-kids.com-სა და ასევე, საერთაშორისო ონლაინ მაღაზია www.farfetch.com-ზე. ჩვენი საიტიდან, მსოფლიოს მასშტაბით, მიწოდებას 3-5 სამუშაო დღეში, ხოლო თბილისის მასშტაბით, შეკვეთიდან მეორე დღეს უზრუნველვყოფთ.

ბრენდის მიზანია, თავი დაიმკვიდროს როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო ბაზრებზე. „ეშვი ქიდსი“ უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს farfetch.com-ის მომხმარებელებში, რაც ჩვენთვის ძალიან წარმატებული სტარტია, – თათუნა სვანიძე.

M: როგორია ბრენდის განვითარების პერსპექტივები?
ამჟამად, სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ: playtime, pitti bimbo და სხვა… „ეშვი ქიდსი“ ექსპორტზეა ორიენტირებული და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენ, საერთაშორისო მასშტაბით, ღირსეულ ადგილს დავიკავებთ საბავშვო მოდის ინდუსტრიაში. ზაფხულში, ვგეგმავთ, რომ ჩვენი კოლექციებით ფართო საზოგადოების წინაშე წარვდგეთ.

[R]

Metallica-მ ლუდი გამოუშვა 

Greeny – კანაფისგან დამზადებული აქსესუარები