ყველასთვის კარგად ნაცნობი სამკაულების ბრენდმა, Eshvi, დახურული გალა-ვახშამი გამართა, რომელსაც ორბელიანზე ახლადგახსნილმა სასტუმრომ „ბაზზარი“ უმასპინძლა. „ეშვი” უკვე ორი წელია, საქართველოს ბაზარზეა და ამ ხნის მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სამკაულების ბრენდად იქცა. აღნიშნული ღონისძიებაც სწორედ მისი ლოიალური მომხმარებლებისთვის მადლობის ნიშნად მოეწყო. განსაკუთრებულ ვახშამს Eshvi Movement-ის მეგობრები, თანამშრომლები და მომხმარებლები ესწრებოდნენ.
„ეშვი” 2014 წლიდან ოპერირებს და გამოირჩევა ინდივიდუალიზმით, თამამი ფერებითა და სიახლეებით. ბრენდის პროდუქციას კარგად იცნობენ ამერიკასა და ევროპაში, ხოლო მის მომხმარებლებს შორის მრავლად არიან მსოფლიოში ცნობილი მსახიობები, მომღერლები და სხვადასხვა სფეროში გამოჩენილი ადამიანები.
„ეშვის” პროდუქცია ხშირადაა წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნის მოდის კვირეულებზე, შეძენა კი, მსოფლიოს 60-მდე მაღაზიაშია შესაძლებელი. ამჟამად, ბრენდი ახალ კოლექციაზე მუშაობს, რომელსაც საზოგადოებას მალე წარუდგენს. კოლექციის თემა ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება, თუმცა ცნობილია, რომ მისი ინსპირაცია კვლავ საოცარი ბუნება და გამორჩეული ფერთა გამაა.
[პარტნიორის კონტენტი]