Apple ინოვაციებს აგრძელებს. ახალი iPhone Air ფიზიკის კანონებს უგულებელყოფს, რისი მტკიცებულებაც ის მახასიათებლებია, რომლითაც ეს სმარტფონია გამორჩეული.
დავიწყოთ იმით, რომ ბრენდის ისტორიაში ის ყველაზე თხელი და მსუბუქი მოდელია, რომლის სისქეც მხოლოდ 5.6 მმ-ს შეადგენს, ხოლო წონა 165 გრამს. დიზაინის ინოვაციურმა შიდა სტრუქტურამ, მაღალი სიმკვრივის ბატარეამ და Grade 5 ტიტანის ჩარჩომ მოწყობილობა ერთდროულად გამძლე და ელეგანტური გახადა. განახლებულია მისი კამერაც – 18MP Center Stage წინა კამერა საშუალებას იძლევა, მოქნილი კადრირებით ჭკვიანი ჯგუფური სელფები გადაიღოთ, ხოლო 48MP Fusion ძირითადი კამერა ორი კამერის ფუნქციას აერთიანებს და სუპერმაღალი გარჩევადობის ფოტოებს იღებს.
A19 Pro ჩიპი, გაუმჯობესებული 48MP Fusion კამერა, Apple Intelligence, რომელიც უამრავ ფუნქციას მოიცავს და iOS 26-ის ახალი შესაძლებლობები iPhone Air-ს აქცევს სმარტფონად, რომელიც ახალ სტანდარტებს აწესებს.
კიდევ ერთი ორიგინალურობა, რაც მას ახასიათებს ისაა, რომ უნდა დაივიწყოთ ფიზიკური ბარათი, რადგან ახალი iPhone Air მხოლოდ ციფრულ eSim ტექნოლოგიაზეა აგებული. ეს პროცესებს ამარტივებს – მომხმარებელს შეუძლია, ოპერატორის მობილურ ქსელს ციფრული ბარათით დაუკავშირდეს, რაც კომფორტულ და უწყვეტ კავშირს უზრუნველყოფს.
უფრო დეტალურად iPhone Air-ის eSim სისტემა ასე გამოიყურება:
ერთზე მეტი ტელეფონის ნომერი
სისტემა საშუალებას გაძლევთ, ერთ სმარტფონში იქონიოთ რვაზე მეტი სხვადასხვა eSIM პროფილი, რომლიდანაც ორი ტელეფონის ნომერს შეუძლია მუშაობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობა ერთდროულად ბევრ eSIM-ს ინახავს, თუმცა პარალელურ რეჟიმში მხოლოდ ორი ნომერი მუშაობს.
ბევრი ადამიანია, რომლებსაც ორი ნომერი სჭირდებათ. მაგალითად, ერთი პირადი საქმეებისთვის, მეორე კი სამსახურისთვის. ამიტომ ეს ფუნქცია ძალიან მოსახერხებელი იქნება მათთვის.
ამასთან, eSIM-ს აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა 190-ზე მეტ ქვეყანაში, რაც თქვენს მოგზაურობასაც უფრო სასიამოვნოსა და შეუფერხებელს გახდის.
უსაფრთხოება
eSIM სისტემა ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე ფიზიკური ბარათი. იმ შემთხვევაში, თუ ტელეფონი დაკარგეთ, ვერავინ შეძლებს SIM ბარათის ამოღებას. მისი აქტივაცია და მართვა ხდება მხოლოდ დაშიფრული ციფრული პროფილით, რაც დამატებით იცავს მომხმარებლის პირად მონაცემებს.
როგორ გაიაქტიუროთ eSIM
თქვენი მობილური ოპერატორის დახმარებით, eSIM-ის გააქტიურება საკმაოდ მარტივია. ოპერატორს შეუძლია QR კოდის მოწოდება ნომრის პორტირების ან გეგმის გააქტიურებისთვის, ან შესაძლებელია eSIM-ის ჩამოტვირთვა თქვენი მობილური ოპერატორის აპლიკაციიდან.
თუ ფიზიკურად გირჩევნიათ მისვლა და ამ სიახლეში გარკვევა, ეწვიეთ ოფისს პირადობის დამადასტურებელი მოწმობით და ადგილზე დაგეხმარებიან eSIM-ის თქვენს iPhone Air-ზე დაყენებაში.
რომელი მობილური ოპერატორები უჭერს მხარს eSIM-ს
საქართველოში მოქმედი სამი დიდი ქსელი: მაგთიკომი, სილქნეტი და სელფი eSIM-ის გააქტიურების ორ მეთოდს გთავაზობენ: ვებგვერდის საშუალებით ან ოფისში სტუმრობით.
მაგთიკომის შემთხვევაში უნდა ეწვიოთ პორტალს MyMagti, Silknet-ის შემთხვევაში – პირდაპირ ოფიციალურ ვებგვერდზე eSIM განყოფილებაში გადახვალთ, ხოლო სელფიზე ასევე ვებგვერდზე იპოვით SIM ბარათის eSIM-ით ჩანაცვლებას და მიჰყვებით ინსტრუქციას.
iPhone Air თავისი დიზაინითა და ფუნქციონალით გვთავაზობს სიახლეებს, eSIM ტექნოლოგია მომხმარებლებს აძლევს უფრო მოქნილ და უსაფრთხო გამოცდილებას, ორივე ერთად კი ტექნოლოგიური პროგრესის სიმბოლოა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის.
[R]











