in

www.eski.ge – პლატფორმა სოციალური მისიით

ესკი სოციალური კონცეფციის მაღაზიაა, რომელიც 2022 წლიდან ზრუნავს გარემოზე, ადამიანების გაძლიერებასა და სოციალურად პასუხისმგებლიანი შესყიდვების წახალისებაზე.

ესკის შექმნის იდეა სოციალურ საწარმოთა ალიანსში დაიბადა, ის პირველი სივრცე გახდა, რომელმაც საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების პროდუქცია ერთ სივრცეში გააერთიანა და ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახადა.

ამ ეტაპზე მაღაზია-სალონში 30-მდე სოციალური საწარმოს 785-ზე მეტი დასახელების ხელნაკეთი ნივთია თავმოყრილი. ესკის მთავარი იდეაც პარტნიორი სოციალური საწარმოების მხარდაჭერა და ეკონომიკური გაძლიერებაა. ამ იდეის მრავალმხრივი განვითარებისთვის კი მაქსიმალურ შესაძლებლობას იყენებს და ცდილობს უფრო და უფრო ფართოდ გაავრცელოს ინფორმაცია როგორც სოციალური მეწარმეობის, ისე საწარმოების პროდუქტის შესყიდვის მნიშვნელობის შესახებ. 

განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც იცი, შენ მიერ შესყიდული პატარა ნივთის უკან, როგორი სოციალური მისია დგას. მისია, რომელიც აერთიანებს ადამიანებს ერთმანეთის მხარდაჭერისთვის, გაძლიერებისა და უკეთესი გარემოს შექმნისთვის.

ესკიში შეხვდებით საწარმოებს, რომლებიც ზრუნავენ ეკოლოგიაზე, ქალების გაძლიერებაზე, ინკლუზიური გარემოს შექმნაზე, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და შრომით ინტეგრაციაზე. ასევე შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც სწორედ ამ მისიით ქმნიან უნიკალურ, ხელნაკეთ და საოცრად დახვეწილ ნივთებს, რომლებიც მხოლოდ ნივთი არ არის და უნიკალური ისტორიის მატარებელია, რაც ჯანსაღი გარემოს შექმნასა და საზოგადოების წევრების ღირსეულ თანაცხოვრებას უკავშირდება.

სოციალური მისიების შესრულება და საწარმოების განვითარებაზე ზრუნვა მუდმივად გრძელდება. მას შემდეგ, რაც ესკის მაღაზია ქალაქის შუაგულში გაიხსნა, ახალი მისიაც გამოჩნდა – ელექტრონული პლატფორმის შექმნა.

„გამოწვევა მივიღეთ და გადავწყვიტეთ ესკის თაროებიდან ასობით ნივთი უკვე ელექტრონულ თაროებზე შემოგვეწყო და უფრო მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა ნებისმიერი მომხმარებლისთვის საქართველოს მასშტაბით. ასე შევქმენით www.eski.ge – სოციალური საწარმოების პირველი, მულტიბრენდული ელექტრონული პლატფორმა. ჩვენი მთავარი იდეა სოციალური მეწარმეობის კონცეფციის გაზიარებას გულისხმობს და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ამის შესახებ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა. ეს კი ნიშნავს, როგორც ადგილობრივი სოციალური მეწარმეების გაძლიერებას, ისე თითოეულ ჩვენგანში უკეთესი ადამიანის პოვნას.”

იდეის მხარდამჭერი, პირველ რიგში, ევროკავშირი იყო, რომელიც  სოციალური საწარმოებისა და ზოგადად სექტორის განვითარებას უწყობს ხელს საქართველოში. სწორედ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში 2024 წლის პირველი მისია გუნდმა წარმატებით შეასრულა და მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადა სოციალური საწარმოების პროდუქტის შეძენა. 

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის “სოციალური ინოვაციების პლატფორმის” პროგრამის ფარგლებში კი, ჰეკს/ეპერ სამხრეთ კავკასიის ფინანსური მხარდაჭერით ესკის გუნდი პლატფორმის ცნობადობის ზრდაზე ზრუნავს.

დაათვალიერე სოციალური მისიებით შექმნილი ათასამდე უნიკალური ნივთი და გაუზიარე მეგობრებს ეს იდეები და ღირებულებები.

[R]

საუკეთესო AI ხელსაწყოები ქოფირაითინგისთვის

მალე Instagram-ზე ერთდროულად 20-მდე ფოტოს დამატებას შეძლებთ